თურქეთის სტამბულში დამთავრებულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა.
მართალია, ტურნირში 9-დან 8,5 ქულით სომხეთის წარმომადგენელმა ლევონ ბაბუჯიანმა იმარჯვა, მაგრამ შემდეგ ადგილებზე ჩვენები გავიდნენ.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-III ადგილები გაინაწილეს შოთა აზალაძემ და კოკა შანავამ.
7,5 ქულით IV-X ადგილები გაიყვეს:
4.დავით ჯოჯუამ
5.თამარ წერეთელმა (ქალთა შორის - I)
6.ბარის ესენმა (თურქეთი)
7.ნიკოლაი მილჩევმა (ბულგარეთი)
8.ბაჩანა მორჩიაშვილმა
9.ივერი ჭიღლაძემ
10.იმად ჰაკიმ
ქალთა შორის II ადგილზე 7 ქულით ბელა ხოტენაშვილი გავიდა.
აგრეთვე,7 ქულა დააგროვეს :დავით მაღალაშვილმა და მახო სულაშვილმა.
6,5 ქულით 26-ე -- 49-ე ადგილებზე გავიდნენ:
ნინო ბაციაშვილი,დავით ლომსაძე,გაიოზ ნიგალიძე და მაკა ფურცელაძე
|