რუსეთის ქალაქ ჰანტი–მანსიისკში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ, რომელიც მსოფლიოს 2009–2011წწ. ინდივიდუალური ჩემპიონატის შერჩევით სახეს ატარებს. შეჯიბრში მონაწილეობას 128 მოჭადრაკე მიიღებს და 7 რაუნდად ოლიმპიური სისტემით გაიმართება. :90 წუთი 40 სვლაზე და 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამიანი დამატებით ყოველ სვლაზე.მატჩში თანაბარი შედეგის შემთხვევაში გათამაშდება 2 25 წუთიანი პარტია 10 წამიანი დამატებით თითოეულ სვლაზე.თუ გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც არ გამოვლინდა, მაშინ არმაგედონი (6 წუთი თეთრებს,შავებს 5 ყაიმის შემთხვევაში შავებს ეთვლებათ მოგება)გადაწყვიტავს უძლიერესის ვინაობას. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 600 000 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პირველ რაუნდში დამარცხებული 6 000 მიიღებს,მეორეში – 10 000, მესამეში –16 000,მეოთხე რაუნდიდან გამოვარდნილი –25 000 დაკმაყოფილდება, მეხუთე – 35 000,მეექვსე რაუნდში დამარცხებული 50 000 იიღებს. ფინალში გამარჯვებული 120 000 დაჯილდოვდება, ხოლო დამარცხებული 80 000 ირგუნებს.
შეგახსენებთ ქართველი მოჭადრაკეებიდან მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ, ბაადურ ჯობავას აქვს მოპოვებული. პირველ წრეში ქართველი მოჭადრაკე ამერიკელ რეი რობსონს დაუპირისპირდება. პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით სლავურ გამბიტში ბაადურმა დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე. მეორე ტურში მას ყაიმიც ყოფნის შემდეგ წრეში გადასასვლელად .
http://cup2009.fide.com/
|