პარასკევი, 26.04.2024, 20:52
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 29 » ინტერვიუ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან .
19:38
ინტერვიუ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან .
 
დასრულდა მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი, თუ მოხდა ანალიზი - განხილვა საქართველოს ნაკრების ნაჩვენები შედეგის?

25 ოქტომბერს ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველო ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის № 5 სხდომაზე განხილული იყო საქართველოს ქალთა ნაკრების გამოსვლა ჩინეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე.

ნაკრების კაპიტნის ნინო გურიელის და მწვრთნელების: ზურაბ სტურუასა და დავიდ არუთინიანის მიერ დეტალურად (ტურებისა და პარტიების მიხედვით) იქნა განხილული თითოეული მონაწილის თამაში. აღინიშნა, რომ რეალურად არსებობდა არამარტო საპრიზო სამეულში მოხვედრის, , არამედ ჩემპიონობის შანსიც.მაგრამ, როდესაც არის ჩავარდნა მთლიანად დაფაზე და 5-დან 2 მონაწილეს არ გამოსდის და აჩვენებს ცუდ თამაშს ძალიან,ძნელია მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა.

გუნდის ლიდერმა მაია ჩიბურდანიძემ სტაბილურად იასპარეზა და თავის დაფაზე ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.

ნანა ძაგნიძემაც შესანიშნავად იასპარეზა და 9-დან 6,5 ქულა დააგროვა (მან ყველა პარტია ითამაშა დასვენების გარეშე).

ლელა ჯავახიშვილის შედეგიც შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს (თუმცა,ლელასგან მეტს ველოდით).

სოფიკო ხუხაშვილისა და მაია ლომინეიშვილის თამაში არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. ვინაიდან, 4 დაფა ეს ის დაფაა, რომელმაც ქულები უნდ ამოიტანოს და შედეგი ’ -2 ’ დიდი ჩავარდნაა.

რამ განაპირობა , რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?

...იყო საუბარი წარუმატებლობის გამომწვევ მიზეზებზეც... არ იყო ოპტიმალურად შერჩეული საქართველოს ქალთა ნაკრების საწვრთნელი შეკრების დრო.მონაწილეების ინდივიდუალური ტურნირების გრაფიკიც ძალიან გადატვირთული იყო. მომავალში ყველა ნაკრების წევრი ვალდებული იქნება შეუთანხმოს და დაემორჩილოს გუნდის კაპიტნისა და მწვრთნელების მიერ შედგენილ სათამაშო თუ საწვრთნელ გეგმას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი დაკომპლექტდა დრეზდენის ოლიმპიადის ჩემპიონი გუნდით. რადგანაც, როგორც წესი გამარჯვებულ გუნდს არ ცვლიან. თუმცა,იყვნენ გუნდის კანდიდატები სალომე მელია, ნინო ხურციძე და ამ ბოლო დროს სტაბილურად მოთამაშე ბელა ხოტენაშვილი.

2 ოქტომბერს მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში სტარტს აიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რას ველით ამ ტურნირისგან?

რაც შეეხება ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდის შემადგენლობას , ვინაიდან საკლუბო ჩემპიონატის დასრულებიდან10 დღეში იწყება ევროპის გუნდური ჩემპიონატი და ამ მომენტისათვის ნაკრების მხოლოდ 3 წევრია ცნობილი (მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი), გუნდის საბოლოო შემადგენლობა მხოლოდ საკლუბოს შემდეგ გახდება ცნობილი და ამის გათვალისწინებით დაკომპლექტდა კლუბიც... რომ გუნდის ყველა შესაძლო წევრის დაკვირვების საშუალება გვქონოდა.

მე ვთვლი რომ საპრიზო სამეული ჩვენი გუნდისთავის შესანიშნავი შედეგი იქნება. ვინაიდან, უძლიერეს კლუბებთან მოგვიწევს ასპარეზობა...ანუ ეს იქნება სხვადასხვა ქვეყნების, კონტინენტების უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული შემადგენლობები...ჩვენ კი საქართველოს ნაკრების ბაზაზე დაფუძნებული გუნდი გვყავს ნანა ძაგნიძის გამოკლებით...

საკლუბოზე იასპარეზებენ: მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, სოფიკო ხუხაშვილი, მაია ლომინეიშვილი. მწვრთნელები: ზურაბ სტურუა და ხვიჩა სუპატაშვილი. გუნდის კაპიტანი - ნინო გურიელი.

სომხურ კლუბ ’მიკა” იასპარეზებს კიდევ ერთი კანდიდატი ნაკრების წევრობისა ნინო ხურციძე.

განიხილებოდა თუ არა საკლუბო გუნდის შემადგენლობაში ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ცვლილებები?

რადგან, საკლუბოზე მოასპარეზე გუნდში გვყავს ერთი ახალბედა მოთამაშე სალომე მელიას სახით,გუნდის კაპიტნმა და მწვრთნელებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს მეორე ახალი წევრის ბელა ხოტენაშვილის, შეყვანა გუნდში. მას, დააკვირდებიან გუნდის მწვრთნელები და მხოლოდ, მასზე იქნება დამოკიდებული მოხვდება თუ არა იგი ეროვნულ ნაკრებში.

ვინ იასპარეზებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში?

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

ბაადურ ჯობავა, თორნიკე სანიკიძე, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია.

ქალთა შემადგენლობა:

მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი.

ხოლო,ნაკრების წევრობის კანდიდატებად დასახელებულნი არიან: სალომე მელია, ნინო ხურციძე, სოფიკო ხუხაშვილი და მაია ლომინეიშვილი. ოთხივე მათგანი იასპარეზებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომლის დასრულებისთანავე გაიმართება გუნდის 10 დღიანი შეკრება და დასახელდება 2 წევრი-მონაწილე.

როდის გაიმართება საქართველოს პირველობები (ქალთა და მამაკაცთა შორის) და რა დატვირთვა ექნება მას?

ჩემპიონატები სავარაუდოდო იანვარში ჩატარდება, ვინაიდან 5 მარტს იწყება ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატები და როგორც, ყოველთვის საპრიზო სამეული დაფინანსდევა ევროპაზე.

აგრეთვე, მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი ნაკრების წევრობისა ყოველთვის იქნება ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის. გარდა, ნაკრებში პერსონალურად მოწვეული სპორტსმენებისა

კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 1250 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 zurab  
0
rodemde?nino gurielis sastavma unda igulaos?gamocvalet meore motamashec da daakenet xotenashvili gundshi,ase igi cinascar gancirulia da adgili ar aqvs

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz