ჩინეთის ქალაქ ნინბოში დასრულდა მსოფლიოს ქალთა II გუნდური ჩემპიონატი (ფინალი).
საქართველოს ქალთა ნაკრებმა 11 ქულა დააგროვა, IV ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ გამარჯვებულებს. (აღსანიშნავია , რომ წინა ჩემპიონატზეც IV ადგილზე გავიდნენ ჩვენი მოჭადრაკეები)
12 ქულით I-III ადგილები გაინაწილეს და მოპოვებულ ქულათა საერთო ჯამით შემდეგნაირად განაწილდნენ:
1.ჩინეთი -I (21,5)
2.რუსეთი (21)
3.უკრაინა (20,5)
რა თქმა უნდა პატარა საქართველოსთვის მოჭადრაკეთა გუნდური IV ადგილი შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს მსოფლიოს ისეთ გიგანტებთან ორთაბრძოლაში როგორებიც არიან: ჩინეთი, აშშ, რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი და სხვა მსოფლიოს საუკეთესო ათი გუნდი. მაგრამ, 2008 წლის დრეზდენის ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდისგან მეტს ველოდით.
ჩინეთში საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:
1.მაია ჩიბურდანიძე 7-დან 4 ქულა II-III ადგილი პიველ დაფაზე
2.ნანა ძაგნიძე 9-დან 6,5 ქულა I-III ადგილი მეორე დაფაზე
3.ლელა ჯავახიშვილი 8-დან 4,5 ქულა
4.სოფიკო ხუხაშვილი 6-დან 2 ქულა
5.მაია ლომინეიშვილი 6-დან 3 ქულა
გუნდი კაპიტანი ნინო გურიელი
გუნდის მწვრთნელები: ზურაბ სტურუა და დავით არუთუნიანი.
აღსანიშნავია გუნდის ლიდერების თამაში: ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ნანა ძაგნიძემ;
ჩვეულ აკადემიურ სტილში ითამაშა მაია ჩიბურდანიძემ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის უახლოეს გამგეობის სხდომაზე მოხდება განვლილი ჩემპიონატის ანალიზი და შეფასება.
|