ყველაფერი ასე დაიწყო :– 20 ოქტომბერი, დილის 4 საათი...
შეხვედრის ადგილი თბილისის აეროპორტი.
დელეგაციის ხელმძღვანელი, ბატონი კახი ჩიგოგიძე,
მისი მეუღლე და თქვენი მონა–მორჩილი მირანდა მიქაძე
არგენტინაში, 20 წლამდე გოგონათა
და ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრებით.
ბუენოს–აირესის აეროპორტში კიდევ ორი მოჭადრაკე
ნაზი პაიკიძე და გიორგი მარგველაშვილი შემოგვიერთდება.
მე და გიორგი, როგორც საქართველოს ჩემპიონები,
ხოლო ნაზი, როგორც წინა წლის მსოფლიოს ჩემპიონი 16–წლამდე, საქართველოს ღირსების დაცვას შევეცდებით.
ჩვენი მარშუტი: თბილისი– პარიზი – ბუენოს–აირესი
– პუერტო–მადრინი.
23 სათიანი ფრენის შემდეგ, არგენტინის ქალაქ pუერტო–მადრინში, სასტუმრო ‘rayntavei’ დავბინავდით და დამქანცველი მგზავრობაც
დასრულდა... დაიწყო რაღაც უჩვეულო, ახალი,
და ამავე, დროს ძალზედ საინტერესო.
სასტუმროდან ოკეანის შესანიშნავი ხედი იშლებოდა,
ცა, ოკეანე და ქვიშა ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა...
მაგრამ ამ სილამაზით დიდხანს მხოლოდ ფანჯრიდან
თუ დატკბებოდი, რადგან საშინელი ქარი იყო.
ჩასვლიდან მეორე დღეს, 22 ოქტომბერს სტარტი
აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა...
დაიწყო ასე ნანატრი და საასპარეზოდ ძნელად მოსაპოვებელი მსოფლიო პირველობა. 50 ქვეყნის
რჩეულმა გოგონებმა და ჭაბუკებმა მოიყარეს
თავი არგენტინის ჩუბუტის პროვინციის
ულამაზეს ქალაქში გამარჯვების სურვილით
ანთებულებმა. თუმცა,აღსანიშნავია, რომ წინ საკმაოდ
დაძაბული 13 ტურიანი ბრძოლა გველოდა.
ყველა მონაწილე მოუთმენლად ელოდა მე–7 ტურის
დასრულებას, რადგან წინ დასვენების დღე გველოდა.... ვემზადებოდით ექსკურსიისათვის ,
პინგვინებისა და ვეშაპების სანახავად...
მაგრამ, რადგან სამეულის, ჩემპიონობის
რეალური შანსი მქონდა გადავწყვიტე ექსკურსიასა
და გართობაზე უარი მეთქვა, რაც ჩვენი
დელეგაციისათვის ძალიან მოულოდნელი
და გასაკვირი იყო. თუმცა, არ ვნანობ, რადგან
მეორე დღეს რუმინელ მოჭადრაკესთან
დავმარცხდი და ახლა, ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი
წაგება ექსკურსიის ბრალი არ იყო....
ყველანი აღფრთოვანებულები და
შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდენ
ექსკურსიიდან. თუმცა, დასვენების დღეც
მალევე მიიწურა და წინ ყველაზე რთული მონაკვეთი VIII–XIII ტურები გვქონდა სათამაშო.
საერთოდ, შეჯიბრში ძალიან ბევრი რამეა
დამოკიდებული ტურნირის მეორე ნახევარზე... სამწუხაროდ VIII და X ტურებში დავმარცხდი
და საპრიზო სამეულის შანსიც დავკარგე ... ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ნაზი პაიკიძეც.
მხოლოდ, გიორგი მარგველაშვილი ასპარეზობდა წარმატებით.
დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვის მიუხედავად
დარჩენილ სამ ტურში დავამარცხე რუსი, სომეხი
და აზერბაიჯანელი მეტოქეები და 8,5 ქულით
ხუთეულში შევედი.
16 წლის ნაზი პაიკიძე 7 ქულით
მე–17 ადგილს დასჯერდა.
რაც, შეეხება გიორგის ბოლო ტურამდე ჰქონდა სამეულის შანსი და რომ არა ბოლო ტურში დასანანი მარცხი პოლონელ ოლჟევსკისთან ბრინჯაოს მედალსაც დაეპატრონებოდა.
თუმცა, მარგველაშვილმა მესამე,უკანასკნელი ბალი შეასრულა დიდოსტატობის და უახლოეს ფიდეს კონგრესზე
დიდოსტატადაც მოგვევლინება.
ასე, დასრულდა ჩენი საჭადრაკო თავგადასავალი
არგენტინაში, 20 წლამდე მსოფლიო
ჩემპიონატზე. ყველანი გულდაწყვეტილები ვიყავით.
არა იმიტომ, რომ მოვდიოდით, არამედ იმიტომ, რომ
ხელცარიელები, მედლის გარეშე ვბრუნდებოდით ჩვენს ქვეყანაში...
ერთ–ერთი დასამახსოვრებელი და
სასიხარულო არგენტინელი კინორეჟისორის
გათსონის გაცნობა იყო, რომელიც ჩვენი
ტურნირის შესახებ ფილმს იღებდა და ერთ
მშვენიერ დღეს მე და ნაზი დარბაზში
საქართველოს დროშასთან ფოტოების
გადაღების დროს მის ობიექტივში აღმოვჩნდით.
გასაუბრების შემდეგ გაოცებულები დავრჩით, როდესაც ხინკალი,ხაჭაპური,
თბილისი და ბაკურიანი გვიხსენა... აღმოჩნდა, რომ საქართველო ძალიან ყვარებია
და არა ერთხელ ოფილა ჩვენს ქვეყანაში...
ჩანთები ჩავალაგეთ და საოცარ
სანაპიროზე უკანასკნელად გავისეირნეთ. წინ
ისევ 25 საათიანი ფრენა (პუერტ–მადრინი – ბუენოს–აირესი
– პარიზი – კიევი – თბილისი გველოდა.
ბუენოს– აირესში ქართველებმა dა
გერმანელებმა 4 საათით გავისეირნეთ
ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ უბანში
– რეკოლეტო...ნამდვილი არგენტინელები –
ეშხიანი, ლამაზი და ძალიან გემოვნებიანი
ხალხი პირველად იქ ვნახეთ.
ვნახეთ ბერების მიერ აშენებული ტაძარი და
მდიდრული სასაფლაო რომლის თითოეული
აკლდამა ხელოვნების ნიმუშია.
ყველაზე ძალიან მომეწონა და სასიამოვნო სანახავი
იყო ზედმიწევნით სუფთა გარემო და მინდვრებზე დასასვენებლად წამოწოლილი ადამიანები.
5 საათისთვის აეროპორტში დავბრუნდით და საქართველოსაკენ გამოვეშურეთ. პინგვინები,
ვეშაპები და გათსონი უკვე სასიამოვნოდ
მოსაგონარი წარსულია... წინ ახალი გამარჯვებები,
სიხარულის ცრემლები გველოდება.. რისთვისაც თავდაუზოგავი შრომაა
საჭირო, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ჰოდა მკითხველო ვასრულებ წერას...შეხვედრამდე...
მირანდა მიქაძე
|