VI ტურის შემდეგ 5,5 ქულით შეჯიბრს შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) და ბორის სავჩენკო (რუსეთი) ლიდერობენ.
5 ქულა დააგროვეს:
თორნიკე სანიკიძემ,მახო სულაშვილმა, კოკა შანავამ, თაზო გელაშვილმა,გაიოზ ნიგალიძემ (ყველა საქართველო) გათა კამსკიმ(ამერიკა) და ილია სმირინმა(ისრაელი)
დღევანდელი ტურის მოულოდნელობად და ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს ნინო ხურციძის მიერ აზერბაიჯანელი დიდოსტატის გადირ გუსეინოვის (2667) დამარცხება.
|