იტალიის რეჯიო–ემილიაში დასრულდა საშობაო (რიგით 52–ე ) ტრადიციული ტურნირი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის, საერთაშორისო დიდოსტატ ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.
შეჯიბრი 10 მონაწილეს შორს წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და უძლიერესი შემადგენლობით გამოირჩეოდა.
9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს გათა კამსკიმ (ამერიკა) და უნგრელმა ზოლტან ალმაშიმ.
5-12 დეკემბერს მილანში ჩატარდა 30-ე საერთაშორისო ტურნირი-მემორიალი ’Edoardo Crespi’ თასზე. ამ ტურნირს დიდი ისტორია აქვს, ტარდება მე-19 საუკუნიდან და წელს 99-ჯერ ჩატარდა.
შეჯიბრის საერთაშორისო არენაზე გამოჩენას ხელი შეუწყო ედუარდო კრესპის მიერ დატოვებულმა ანდერძმა, რომელმაც თავისი ქონება საჭადრაკო კლუბს უანდერძა ამ ტურნირების ჩასატარებლად.
წელს ტურნირს, როგორც საერთაშორისოს საიუბილეო თარიღი ჰქონდა, მომავალში კი მისი დაარსებიდან მე-100(!) ტურნირი ტარდება და ორგანიზატორებს მისი განსაკუთრებულად აღნიშვნა აქვთ განზრახული.
ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ ურმიაში მიმდინარეობს რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირი 3rd International Sardaran Cup Chess Tournament.
შეჯიბრი 4 ქვეყნის – 130 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება.
საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ ჰანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს თასიის გათამაშების მეორე წრეში იოლად დასძლია ვენესუელელი დიდოსტატის ედუარდ იტურიზიაგას წინაამგდეგობა და მესამე წრეში გადაინაცვლა, სადაც რუს დიდოსტატ, მსოფლიოს რეიტინგ-სიით მე-14 ნომერს ალექსანდრ გრიშუკს დაუპირისპირდება.
ჰანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვაჟთა შორის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა მეორე წრეში ვენესუელელ დიდოსტატ იტრისაგას დაუპირისპირდება.
რუსეთის ქალაქ ჰანტი–მანსიისკში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ, რომელიც მსოფლიოს 2009–2011წწ. ინდივიდუალური ჩემპიონატის შერჩევით სახეს ატარებს.
შეჯიბრში მონაწილეობას 128 მოჭადრაკე მიიღებს და 7 რაუნდად ოლიმპიური სისტემით გაიმართება.
:90 წუთი 40 სვლაზე და 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამიანი დამატებით ყოველ სვლაზე.მატჩში თანაბარი შედეგის შემთხვევაში გათამაშდება 2 25 წუთიანი პარტია 10 წამიანი დამატებით თითოეულ სვლაზე.თუ გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც არ გამოვლინდა, მაშინ არმაგედონი (6 წუთი თეთრებს,შავებს 5 ყაიმის შემთხვევაში შავებს ეთვლებათ მოგება)გადაწყვიტავს უძლიერესის ვინაობას.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1 600 000 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
პირველ რაუნდში დამარცხებული 6 000 მიიღებს,მეორეში – 10 000, მესამეში –16 000,მეოთხე რაუნდიდან გამოვარდნილი –25 000 დაკმაყოფილდება, მეხუთე – 35 000,მეექვსე რაუნდში დამ
... კითხვის გაგრძელება »
ანტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ:
16 წლამდე გოგონებში მერი არაბიძე 5, 5 ქულით საპრიზო სამეულშია, 14 წლიან გოგონებში ანა კუჭავა 6 ქულით მეორე საფეხურზე იმყოფება, ხოლო 10 წლიანებში თეა ჭოლაძეა მეორე ადგილზე 6 ქულით.