5-12 დეკემბერს მილანში ჩატარდა 30-ე საერთაშორისო ტურნირი-მემორიალი ’Edoardo Crespi’ თასზე. ამ ტურნირს დიდი ისტორია აქვს, ტარდება მე-19 საუკუნიდან და წელს 99-ჯერ ჩატარდა.
შეჯიბრის საერთაშორისო არენაზე გამოჩენას ხელი შეუწყო ედუარდო კრესპის მიერ დატოვებულმა ანდერძმა, რომელმაც თავისი ქონება საჭადრაკო კლუბს უანდერძა ამ ტურნირების ჩასატარებლად.
წელს ტურნირს, როგორც საერთაშორისოს საიუბილეო თარიღი ჰქონდა, მომავალში კი მისი დაარსებიდან მე-100(!) ტურნირი ტარდება და ორგანიზატორებს მისი განსაკუთრებულად აღნიშვნა აქვთ განზრახული.
თამაშები დღის მეორე ნახევარში იწყებოდა დ აშესაძლებლობა მჰქონდა დილით მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი - მილანი დამეთვალიერებინა.
მილანის უდიდეს მუზეუმში ’ Castelo’ ყოფნის დროს გავიცანი ჰოლივუდის უდიდესი მსახიობი დანიელ დე ვიტო. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ის თავის მეგობართან ერთად ეძებდა ჭადრაკის დიდ ფიგურებს. მილანში ასეთი ფიგურების არსებობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ შევთავაზე საქართველოში დაეთვალიერებინა ისინი. დანიელმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, მაცნობა რომ ლა სკალაში ქართველი ოპერის მომღერალი ასრულებდა კარმენის პარტიას. მე ეს უკვე ვიცოდი...იტალიელი მეგობრებისაგან გაგებული მქონდა, რომ დეკემბერში იხსნება ახალი სეზონი ლა-სკალაში, მაგრამ ბილეთები, როგორც ყოველთვის წინასწარ გაყიდული იყო.
თუმცა, გამოუვალ სიტუაციებშიც კი დანებება არ მჩვევია და მოვახერხე კარმენის ნახვა, სადაც მთავარ - კარმენის როლში ქართველი ანიტა რაჭველიშვილი იყო, რითაც ძალიან ვამაყობდი!
რაც შეეხება ჩემი მილანში სტუმრობის მთავარ მიზანს : ქალთა ჩათვლაში პირველ ადგილზე გავედი და ჩემი ჯილდოების კოლექციას კიდევ ერთი მედალი და თასი შევმატე, ხოლო მამაკაცებში 7-10 ადგილები გავინაწილე და მხოლოდ, ნახევარი ქულით ჩამოვრჩი გამარჯვებულს!
|