ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს 69–ე ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში დამაჯერებლად გაიმარჯვა საერთაშორისო ოსტატმა დავით ბენიძემ!
გამარჯვებულმა ფანტასტიკური შედეგით ცხრა შესაძლებლობიდან 8 ქულით დაუამარცხებლად დაასრულა ტურნირი და ქულანახევრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გაიოზ ნიგალიძეს.