დღევანდელ ტურში დავით ბენიძემ მორიგი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად, მისი მსხვერპლი ბეგლარ ჯობავა გახლდათ და 8 ტურის შემდეგ 7,5 (!) ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.
ლიდერს შვეიცარული სისტემებისათვის უჩვეულო დისტანციით – 1,5 ქულით ჩამორჩებიან გიზო ნიგალიძე, ლუკა პაიჭაძე და მახო სულაშვილი
.