ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს 69–ე ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში დამაჯერებლად გაიმარჯვა საერთაშორისო ოსტატმა დავით ბენიძემ!
გამარჯვებულმა ფანტასტიკური შედეგით ცხრა შესაძლებლობიდან 8 ქულით დაუამარცხებლად დაასრულა ტურნირი და ქულანახევრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გაიოზ ნიგალიძეს.
6,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს საერთაშორისო ოსტატებმა მახო სულაშვილმა და ბეგლარ ჯობავამ.
უმაღლესი ლიგის ბოლო საგზურს 6 ქულით ზურაბ ჯავახაძე დაეპატრონა.
შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი ტურნირი სტარტს 2010 წლის 11 იანვარს ჭადრაკის სასახლეში აიღებს.
მსაჯთა ბრიგადა: ტუგა 'forever' და ლელა 'სუ–სუ'
საბოლოო შედეგები:
http://chess-results.com/tnr28297.aspx?art=1&rd=9&lan=1&m=-1&wi=1000
|