ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარეობს ‘ 4th President Gloria Macapagal Arroyo Cup’ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრების მიხეილ მჭედლიშვილის (ტურნირის ელო–ფავორიტი) , მერაბ გაგუნაშვილის მონაწილეობით და ამ ტურნირით მთავრდება მათი ტურნე ეგზოტიკურ აზიაში.
შეჯიბრში 56 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, მათ შორის 20 დიდოსტატი და 7 ოსტატია, ხოლო საპრიზო ფონდი 40 000$ შეადგენს.
4 ტურის შემდეგ ტურნირს სინგაპურელი დიდოსტატი ვონგ მენგ კონგი ლიდერობს ქულათა მაქსიმუმით. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ფილიპინელი ოსტატი რიჩარდ ბიტონი.
მჭედლიშვილისა და გაგუნაშვილის აქტივში ჯერჯერობით 2,5 ქულაა.
თუმცა, აღსანიშნავია რომ მანილაში წინა დღეებში დიდი ნალექიანობის გამო წყალდიდობაა და 26 სექტემბერს უამინდობის გამო საორგანიზაციო კომიტეტმა დაუგეგმავი,დასვენების დღე გამოაცხადა ტურნირზე.
|