პარასკევი, 26.04.2024, 09:07
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » მარადიული მეტოქეების შეხვედრა...
18:30
მარადიული მეტოქეების შეხვედრა...

 


 

ესპანეთის ვალენსიის ოპერის თეატრში  21.00 თბილისის დროით გაიმართება დიდი ხნის მეტოქეების, ორი ლეგენდარული მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ანატოლი კარპოვისა და გარი კასპაროვის შეხვედრა.

დღეს მეტოქეები 2 სწრაფ (25 წუთი + 5 წამი თითოეულ სვლაზე) პარტიას გაითამაშებენ, ხვალინდელ დგესაც 2 შეხვედრას გამართავენ.


24 სექტემბერს კი 8 პარტიას ითამაშებენ ელვისებურ ჭადრაკში(5 წუთი მთელ პარტიაზე 2 წამიანი დამატებით პიველივე სვლიდანვე).


 


პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით ითამაშებს ანატოლი კარპოვი.


 


აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ ჩემპიონებს შორის პირველმა მატჩმა სტარტი აიღო 1984 წლის  9  სექტემბერში რუსეთის დედაქალაქში, მაშინდელ ’В колонном зале союза’ ზუსტად 25 წლის წინ და 1985 წლის 8 თებერვალს  იქნა შეწყვეტილი ფიდე სგადაწყვეტილებით.


გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა რომ იმ დროინდელ საბჭოა კავშირში ძალიან დიდი რეზონანსი ქონდა ამ შეხვედრას. ლამის, ქუჩაში ნებისმიერი გამვლელისთვის, რომ გეკითხათ იცოდა ამ მატჩის შესახებ და საკუთარი ფავორიტიც ყავდა.


 


ხოლო,მსოფლიო  ჭადრაკის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ხანგრძლივი მატჩი, რომელიც 5 თვეს გაგრძელდა  და 48 პარტია გაიმართა. 40 შეხვედრა ყაიმით დასრულდა, 5 გამარჯვება მოიპოვა კარპოვმა და 3 კასპაროვმა.


თუმცა, ორივე მხარე უკმაყოფილოებას გამოხატავდა ამ გადაწყვეტილების გამო.ვინაიდან, კარპოვი იგებდა 5:3, ხოლო კასპაროვი, რომელიც აგებდა მატჩს 5:0 და შემდეგ, შეძლო გარდატეხის მოხდენა შეძლო  3 გამარჯვებით თვლიდა, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე მისკენ იყო.

 

მეორე მატჩი 1985 წლის 1 სექტემბრიდან -10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა მოსკოვში  და კასპაროვის გამარჯვებით 13:11 (+5 −3 =16 ) დასრულდა და ჭადრაკის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ახლაგაზრდა ჩემპიონი - 22 წლის ასაკში. მან, ეს ტიტული  მიხეილ ტალს ჩამოართვა რომელიც,  23 წლის ასაკში გახდა პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე.


მარადიულ მეტოქეებს შორის კიდევ 3 მატჩი გაიმართა ახალგაზრდა ჩემპიონისთვის წარმატებულად: 1986 წელს ლონდონი-ლენინგრადი (+5 −4 =15),1987 წელს ესპანეთის სევილია(+4 −4 =16 ) , და 1990 წელს ნიუ-იორკი - ლიონი  (+4 −3 =17 ) .


 


განსაკუთრებით, დრამატული იყო სევილიის მატჩი, როდესაც, ბოლო გადამწყვეტი შეხვედრის წინ კასპაროვი აგებდა 11:12 და უკანასკნელ პარტიაში გამარჯვებით შესძლო ტიტულის შენარჩუნება.

 

 

პარტიების პირდაპირი ტრანსლირება:

 


 

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1306 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz