ნოვი–სადში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა და 9 –დან 16 ქულით (7 გამარჯვება, 2 ფრე) დამარცხების გარეშე დაასრულეს ტურნირი.
თუმცა, ჩემპიონობისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი და საერთო ჯამური ქულებით ჩემპიონის ტიტული რუსეთის ნაკრებს ერგო წილად, მიუხედავად იმისა, რომ პირად შეხვედრაში დამარცხდა საქართველოსთან.
აღსანიშნავია, რომ პირველად წარმატება ქვეყნის ნაკრებს იუგოსლავიაში მაია ჩიბურდანიძემ მიულოცა.
III ადგილზე 12 ქულით უკრაინის გუნდია.
ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე – 4 (8) რეიტინგის ცვლილება: –12,6
ლელა ჯავახიშვილი – 5,5(7) +10,8
სოფიკო ხუხაშვილი – 5(7) +6,3
ნინო ხურციძე – 3 (6) –5,7
ბელა ხოტენაშვილი – 6,5(8) +10,9
სამწუხაროდ, ბოლო მატჩი ფრედ დაასრულეს ჩვენმა ვაჟებმა და 10 ქულით მე –13 ადგილზე გავიდნენ. არადა, ამ დროს უძლიერეს ნაკრებებთან მოუწიათ შეხვედრა, თანაბრად იბრძოლეს, მაგრამ ფორტუნა აშკარად არ იყო მათ მხარეს.
I ადგილი და ჩემპიონის ტიტული აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა 15 ქულით, ქულით ნაკრები დააგროვა რუსეთმა, 13 ქულით ბრინაჯაოს მედალს უკრაინა დაეპატრონა.
ტექნიკური შედეგები:
ბაადურ ჯობავა – 5(9) რეიტინგის ცვლილება: +2,7
მიხეილ მჭედლიშვილი – 2,(6) – 1,9
ლევან ფანცულაიამ – 4(7) +7,2
მერაბ გაგუნაშვილი – 3,5(7) +0,6
თორნიკე სანიკიძე – 4(7) +0,2
|