საჭადრაკო პროფესიონალთა ასოციაცია თურქეთის ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად თურქეთის ქალაქ კონიაში 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პირველად ჩაატარებს ’პმა’ თასის გათამაშებას ქალთა შორის.
თასის გათამაშებაში მონაწილეობას 12 მოჭადრაკე მიიღებს ; დროის რეგლამენტი:20 წუთი პარტიაზე 5 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე; საპრიზო ფონდი 20 000$
მონაწილეებს შორის არიან: 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), , ევროპის ექს-ჩემპიონები პია კრამლინგი (შვედეთი) და ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები: ნადეჟდა კოსინცევა და ნატალია პოგონინა (ორივე რუსეთი).
|