მაკედონიის ოჰრიდში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატს 2 ტურის შემდეგ თბილისის სამაია ლიდერობს!
ქართულმა კლუბმა დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა პოდგორიცა 'T-com'.
გაიმარჯვეს ლელა ჯავახიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა, ყაიმით დაასრულეs შეხვედრები მაია ჩიბურდანიძემ და სალომე მელიამ.
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ 4 ქულით შეჯიბრს დამაჯერებლად ლიდერობს სამაია!
3–3 ქულა დააგროვეს:ვიდნოეს'Spartak', მონტე–კარლოს 'Cercle d'Echecs' და სარატოვის 'Economist-SGSEU'.
III ტურში ქართველი ქალები ტურნირის რეიტინგ–სიით მეორე ნომერს ვიდნოეს'Spartak' დაუპირისპირდებიან.
|