ნოვი–სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის III ტურში ქართველმა ვაჟებმა 2,5:1,5 უნგრეთის ძლიერი გუნდი დაამარცხეს და სერბ, აზერბაიჯანელ, ისრაელის ნაკრებებთან ერთად პირველობას იყოფენ.
გადამწყვეტი გამარჯვება ბაადურ ჯობავამ მოიპოვა
ყაიმით დაასრულეს შეხვედრები მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და მერაბ გაგუნაშვილმა.
IV ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძლების პირველ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტექნიკური შედეგები:
ბაადურ ჯობავა – 1,5(3)
მიხეილ მჭედლიშვილი – 1,5(2)
ლევან ფანცულაიამ – 2,5(3)
მერაბ გაგუნაშვილი – 1 (2)
თორნიკე სანიკიძე – 1 (2)
თავი გამოიჩინეს ქალებმაც და გერმანიის გუნდი დაამარცხეს დიდი ანგარიშით 3,5:0,5.
ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნინო ხურციძემ; პარტიები მოიგეს:ლელა ჯავახიშვილმა,სოფიკო ხუხაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და 6 ქულით I-II ადგილებს ინაწილებენ სომხებთან ერთად, რომლებსაც მომდევნო ტურში შეხვდებიან.
ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე – 0,5(2)
ლელა ჯავახიშვილი – 3 (3)
სოფიკო ხუხაშვილი – 2 (2)
ნინო ხურციძე – 0,5(2)
ბელა ხოტენაშვილი – 3(3)
|