საქართველოს 69-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა
14.12 – 23.12. 2009წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბა
1.სისტემა:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
2.დროის კონტროლი:
თითოეულს 90 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
3.მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკე საქართველოს ყველა რეგიონიდან რეიტინგით 2200 და ზემოთ;
საერთაშორისო წოდების მქონე ყველა მოჭადრაკე.
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ 1-10 მოჭადრაკეს პირველი ლიგის შესარჩევი ტურნირიდან და
რეგიონების ჩემპიონებს.
4. კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ფიდე–ს რეიტინგი.
5.სატურნირო შესატანი:
20 ლარი.
6.თაი–ბრეიქი:
თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა. პროგრესით (თავის რეგრესით).
ბ. ბუხგოლცი
გ. მოგებების რაოდენობა.
7.სატურნირო განრიგი
ტური დაიწყება ყოველდღე 12.00 წთ. პირველი ტური გაიმართება 15 დეკემბერს,ხოლო მეცხრე 12დეკემბერს.
მობილურის დარეკვის შემთხვევაში ჩაითვლება წაგება.
8.გამარჯვებულნი: საქართველოს ვაჟთა 69–ე ჩემპიონატის I ლიგის საუკეთესო 1–5 მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 69–ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, რომელიც გაიმართება 2010 წლის იანვარში, წრიული სისტემით, 14 მონაწილეს შორის.
უმაღლეს ლიგაში ვაკანტური ადგილები შეივსება შემდეგი პრინციპით:
თუ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის პერსონალურად მოწვეული მოჭადრაკე, ვაკანტური ადგილი შეივსება შემდეგი რეიტინგიანით (არანაკლებ 2500 რეიტინგინგით).
იმ შემთხვევაში თუ I ლიგის 1-5 ადგილზე გასული მოჭადრაკე ვერ მიიღებს მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში, ეს უფლება ენიჭება მომდევნო ადგილს.
მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,კვება,სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული ორგანიზაციები.
|