საქართველოს ქალთა 67-ე ჩემპიონატი (უმაღლესი ლიგა) 08.01 - 22.01. 2010 ქ. ქუთაისი მ. ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა (თაბუკაშვილის ქ. # 20)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 14 მონაწილეს შორის.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან 30 წამის დამატებით,
3. მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ პერსონალურად მოწვეულ მოჭადრაკეებს: 1. საქართველოს 66–ე ჩემპიონატის 1–3 პრიზიორს; 2. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს (მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მონაწილეებს); 3. ჩამოთვლილი მოჭადრაკეების შემდეგ 1 საუკეთესო რეიტინგიან მოჭადრაკეს (ფიდე-ს 01.11..2009 წ. რეიტინგ-სიით);
4. 2009 წლის საქართველოს 20 წლამდე ჩემპონს;
5. საქართველოს ქალთა 67–ე ჩემპიონატის I ლიგიდან 1–6 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
6. 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს 16 და 18 წლამდე. თუ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის პერსონალურად მოწვეული მოჭადრაკე, ვაკანტური ადგილი შეივსება შემდეგი რეიტინგიანით (არანაკლებ 2350 რეიტინგიანი). იმ შემთხვევაში, თუ I ლიგის 1–6 ადგილზე გასული მოჭადრაკე ვერ მიიღებს მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში, ეს უფლება ენიჭება მომდევნო ადგილს.
4. თაი–ბრეიქი: თანაბარი ქულების დააგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა. ბერგერის კოეფიციენტი; ბ. მოგებების რაოდენობა; გ. პირადი შეხვედრა.
5. გამარჯვებულნი: – საქართველოს ჩემპიონი დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის I კანდიდატად. – 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ქალთა 68-ე ჩემპიონატზე და დაფინანსდება 2010 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე.
6. ტურნირის განრიგი: გახსნა და კენჭისყრა 8 იანვარი 14.00 I ტური –9 იანვარი 14.00 II ტური 10 იანვარი14.00 III ტური 11 იანვარი 14.00 IV ტური 12 იანვარი14.00 V ტური 13 იანვარი14.00 VI ტური 14 იანვარი14.00 დასვენების დღე 15 იანვარი VII ტური 16 იანვარი14.00 VIII ტური 17 იანვარი14.00 IX ტური 18 იანვარი14.00 X ტური 19 იანვარი14.00 X1 ტური 20 იანვარი14.00 X1I ტური 21 იანვარი14.00 X1I1 ტური და დახურვა 22 იანვარი14.00 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება არ შეიძლება. მობილური ტელეფონის დარეკვისას მონაწილეს ეთვლება წაგება.
7. საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 4 000 ლარი
II ადგილი - 3 500 ლარი
III ადგილი - 3 000 ლარი
IV ადგილი - 2 000 ლარი
V ადგილი- 1 000 ლარი
|