საქართველოს ჩემპიონატი სკოლებს შორის
(ფინალი)
15-17 ოქტომბერი 2009 წ. ქ. თბილის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1) ჩატარების ადგილი: თბილისი , ჭადრაკის სასახლე;
2) სისტემა: ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, გუნდური ჩათვლით , წრიული სისტემით,
2 ქვეჯგუფად: I ქვეჯგუფში I ადგილზე გასული გუნდი შეხვდება
II ქვეჯგუფში I ადგილზე გასულ გუნდს, II ადგილზე გასული
- II ადგილზე გასულს და ა.შ.
3) მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ რეგიონებიდან ფინალში
გასულ გუნდებს. გუნდის შემადგენლობაშია (3 ჭაბუკი და 1 გოგონა).
4) დროის კონტროლი: 45 წუთი თითოეულ მოჭადრაკეს პარტიის ბოლომდე.
5) გამარჯვებული: ქვეჯგუფებში გაამრჯვებულად გამოცხადდებიან ის გუნდები,
რომლებიც მეტ ქულას დააგროვებენ.
ქულები მატჩების მიხედვით (მოგება 2 ქულა, ფერ- 1 ქ. წაგება 0 ქ.); 6) თაი-ბრეიქი: თანაბარი ქულების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით;
2. მოგებული მატჩების რაოდენობით;
3. პირადი შეხვედრით;
4. I, II და ა.შ. დაფების შედეგების მიხედვით;
5. დამატებითი მატჩი 2 პარტია 5-5 წთ.;
6. ’არმაგედონი’ (1 პარტია, შავებს ეძლევა 5 წუთი თეთრებს 6, ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები).
7) სატურნირო განრიგი:
ტური |
დღე |
საათი |
I |
15.10 |
13.00 |
II |
15.10 |
15.00 |
III |
16.10 |
11.00 |
IV |
16.10 |
13.00 |
V |
16.10 |
15.00 |
ფინალი |
17.10 |
11.00 |
დახურვა |
17.10 |
13.00 |
8) დაჯილდოება:
- 1-3 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვება თასებით , მედლებით და დიპლომებით.
|