შაბათი, 20.04.2024, 16:46
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 13 » საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა
01:51
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა
 
 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 6


09.11.2009 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ნ.გაფრინდაშვილი, ნ. გურიელი, ნ. ალექსანდრია, ზ. აზმაიფარაშვილი, თ. გიორგაძე, გ. მაჭარაშვილი, დ. გურგენიძე, კ. ჩიგოგიძე, ე. ზენაიშვილი, ა. იაშვილი, ა. არსენიძე.
სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.
მოწვეული სტუმრის სტატუსით: ხ.სუპატაშვილი, დ.არუთინიანი და ბეგ.ჯობავა.
დღის წესრიგი:
1. ევროპის გუნდური ჩემპიონატის (ქ.ნოვი -სადი, სერბეთი) შედეგების შესახებ /გ. გიორგაძე, ნ. გურიელი/;
2. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის- 20წ.. (q. ფორ–მერლინი, არგენტინა) შედეგების შესახებ /კ. ჩიგოგიძე/;
3. დებულებების დამტკიცება /გ. გიორგაძე/;
4. სხვადასხვა.
სხდომის თავმჯდომარემ გ. გიორგაძემ ქ-ნ ნონა გაფრინდაშვილს მიულოცა მსოფლიო ჩემპიონობა სენიორთა შორის.ჩემპიონატi გაიმართა იტალიის ქალაქ არკოში 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე. მან ასევე მიულოცა ქ-ნ ნანა ალექსანდრიას გასული საიუბილეო თარიღი და წარმატებები უსურვა მსოფლიო ასაკობრივ ჩემპიონატზე - 8-18 წ.წ. (ქ.ანტალია, თურქეთი 11.11 – 23.11.2009) მონაწილე მოჭადრაკეებს
გ. გიორგაძემ სხდომის წევრებს მოახსენა იმ შესანიშნავი წამოწყების შესახებ, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა მოჭადრაკეების მიმართ. კერძოდ მათ გამოთქვეს სურვილი დახმარება გაეწიათ საქართველოს I სასკოლო ჩემპიონატისათვის. გამოყვე სსაპრიზო ფონდი. დაჯილდოვება გაიმართა ეროვნულ ბანკში. სამინისტრომ კი გამარჯვებული გუნდის წევრებს კომპიუტერები გადასცა. გ.გიორგაძემ აღნიშნა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი მოჭადრაკე ყოფილა და მისი სახით ჭადრაკს კიდევ ერთი სერიოზული ქომაგი შეემატა.
დასავლეთ საქართველოში ჩატარდა კომერციულ ბანკებს შორის შეჯიბრი ჭადრაკში, სადაც 45 ბანკირი იღებდა მონაწილეობას. ტურნირს დახურვას თითქმის ყველა წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი ესწრებოდა, სადაც გ.ქადაგიძემ მათ მოუწოდა სპონსორული დახმარება გაუწიონ ჭადრაკი სფედერაცია.იმედია ჭადრაკს მათი სახით სერიოზული დამხმარე გამოუჩნდება აქვე დაიბადა იდეა ჩატარდეს ანალოგიური ტურნირი აღმოსავლეთ საქართველოში და შემდეგ ფინალი გაიმართოს თბილისში.
გ.გიორგაძემ აგრეთვე აღნიშნა რომ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულისდა ქ.ქუთაისის ინიციატივაა საქართველოს ქალთა 2010 წლის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართოს ქ.ქუთაისში 2010 წლის იანვარში.
მოისმინეს: 1) ევროპის გუნდური ჩემპიონატის (ქ.ნოვი–სადი, სერბეთი) გუნდური შედეგების შესახებ /გ.გიორგაძე, ნ.გურიელი/;
გ. გიორგაძემ – (ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრების კაპიტანმა) სხდომას მოახსენა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მონაწილე ვაჟთა შედეგების შესახებ.მან აღნიშნა, რომ ობიექტურად ვაჟების მე–13 ადგილი იყო რეალური შედეგი. ვაჟების თამაშზე ანგარიში წარმოადგინა გუნდის მწვრთნელმა ხ.სუპატაშვილმა. მან აღნიშნა, რომ კარგ სტარტს 4–დან 4 გამარჯვებას მოჰყვა საკმაოდ წარუმატებელი ფინალი, რაც განაპირობა გუნდის წევრების, კერძოდ მ.გაგუნაშვილისა და მ.მჭედლიშვილის გადაღლილობამ. მათ, ევროპის ჩემპიონატის წინ ძალზედ ბევრ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და ცუდ ფორმაში იმყოფებოდნენ
აზრი გამოთქვეს: გ. გიორგაძემ – აზერბაიჯანთან და რუსეთთან წაგება არ არის თავისთავად კატასტროფა. რაც არ უნდა იყოს ზოგიერთ მოჭადრაკესთან რეიტინგით 100 ქულიანი განსხვავებაა. მაგრამ გულდასაწყვეტია ის, რომ მეტი მონდომების შემთხვევაში, შედეგი უკეთესი იქნებოდა. ზოგიერთ წევრს არ ეტყობოდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობს. თითქოს მათთვის ეს რიგითი ტურნირი იყო. ...უნდა წავიდნენ ტურნირებზე, მაგრამ ისე დაგეგმონ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე გადაღლილები არ იყვნენ და ღირსების გრძნობით მოეკიდნონ ნაკრებში თამაშს. გასაგებია დაღლა, მაგრამ ხელები ჩამოყარო და წააგო უბრძოლველად ნამდვილად არ არის კარგი. მაგალითად, ბაადურ ჯობავას ეტყობოდა, რომ ყველა პარტიას თავს აკლავდა.თ.სანიკიძეც ძალიან განიცდიდა, ლ.ფანცულაიაც ყველა პარტიაში იბრძოდა. ჭადრაკის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო: შეკრება, ტურნირის დაფინანსება, ხელფასი და ა.შ.
ზ.აზმაიფარაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრად უკეთესი პირობები არც პირველ ადგილზე აზერბაიჯანის გუნდის წევრებს ჰქონიათ. მე მათი კაპიტანი ვიყავი და ვიცი დაახლოებით 400–600 ევრო აქვთ თვეში ხელფასი. დადებული აქვთ წლიური კონტრაქტი და 1 თვით ადრე ფედერაციის ნებართვის გარეშე უნდა შეწყვიტონ ყოველგვარ კერძო ტურნირში მონაწილეობა. შეჯიბრების წინ იციან 1–3 ადგილზე გასვლის შემთხვევაში ვინ რამდენს მიიღებს.
გ. გიორგაძე – პრემიები დაახლოებით გუნდის წევრებმაც იცოდნენ რამდენს მიიღებდნენ სამეულში გასვლისთვის.
ხ.სუპატაშვილი – ჩვენი ქალების გასვლა სამეულში რეალურია, ხოლო ვაჟების არა.
ნ.გაფრინდაშვილი – ასეთ პარალერებს ნუ აკეთებთ. ქალები ქალებს ეთამაშებიან, ვაჟები–ვაჟებს .
ნ.გურიელი – რატომ კაცები ბლედში მე–4 ადგილზე გავიდნენ. ისე ჩვენც არ ვიცით მეორე ადგილზე რამდენია პრემია.
თ.გიორგაძე – ვეთანხმები იმ აზრს, რომ წინასწარ უნდა იცოდნენ პრემია იქნება თუ არა.
ზ.აზმაიფარაშვილი – მაშინ შეიძლება აღარ წავიდნენ კომერციულ ტურნირებზე
გ.გიორგაძე – მათ იცოდნენ პრემიების შესახებ.
ნ.გურიელი – მომავალში გავითვალისწინოთ და 1 თვით ადრე გამოირიცხოს ყოვევარი ტურნირი.
გ.გიორგაძე – ჭადრაკი გაუთანაბრდა სხვა ოლიმპიურ სახეებს. მომავალში ყველას ავტომატურად მიეცემა დადგენილი პრემია., მომავალ ოლიმპიადაზე წინასწარ გვეცოდინება.
ნ.გაფრინდაშვილი – გუნდს, რომ კარგად ეთამაშა და მესამეზე მაინც გასულიყვნენ მიიღებდნენ ტურნირების დაფინანსებას.
ზ.აზმაიფარაშვილი – გუნდის წევრს არ აქვს უფლება თქვას – დაღლილი ვარ, ვერ ვითამაშებო. აზერბაიჯანელები პირიქით სულ ამბობდნენ ვითამაშებთო.
ნ.ალექსანდრია – მოტივაცია კარგად თამაშის თავისთავად უნდა ჰქონდეთ. ვერ მოხერხდა პასუხისმგებელი პირების, მწვრთნელების, კაპიტნების ერთად შეკრება და დადგენა ვინ არის ღირსი გუნდში თამაშის და ვინ არა. მექანიზმია მოშლილი, ვინ ვის ირჩევს არ ვიცით.
თ.გიორგაძე – 3 დღით ადრე არ უნდა იცვლებოდეს, თუნდაც გუნდის წევრების მოთხოვნით კაპიტანი.
გ.გიორგაძე – გუნდის წევრები მოვიდნენ წერილით კაპიტნად თ.გელაშვილი გვინდაო. ჩვენ ვუთხარით გამგეობამ დანიშნა კაპიტანი და გამგეობამ უნდა შეცვალოსო. მოვახდინეთ თქვენთან შეხვედრა და თქვენ თქვით უარი.
თ.გიორგაძე – მაშინ გამგეობას თავიდანვე არ უნდა დაემტკიცებინა კაპიტანი. კაპიტნის და გუნდის წევრების დამტკიცება ერთდროულად მოხდა.
ნ.გურიელი –
თუ გუნდის წევრებს არ უნდიხართ, მაშინ არც შედ უნდა გინდოდეს კაპიტნობა. მე ესე მესმის.
ზ.მიქაძე – გუნდის ბირთვი მოვიდა: ბ.ჯობავა, ლ.ფანცულაია და მ.მჭედლიშვილი.
ხ.სუპატაშვილი – ვიღაც ხომ მოგვეწვია, ვინც თამაშობს ისინი მოვიწვიეთ. ზ.იზორიას 1 წელია აღარ უთამაშია.
ზ.აზმაიფარაშვილი – ზ.იზორია ვერ მოვიწვიეთ,ფაქტიურად აღარ თამაშობს. ვინც ფორმაშია ის ითამაშებს. რისი არჩევანიც გვქონდა ის გავაკეთეთ.
გ.გიორგაძე – გთხოვთ შევაფასოთ ვაჟების გამოსვლა არის წინადადება ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟების გამოსვლა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
კენჭი უყარეს: ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრების გამოსვლის დამაკმაყოფილებლად შეფასების წინადადებას. მიიღეს ერთხმად.
დაადგინეს: ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრების გამოსვლა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
ნანახია: 1228 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz