პარასკევი, 19.04.2024, 16:42
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 13 » საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის N6 სხდომა –გაგრძელება
01:55
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის N6 სხდომა –გაგრძელება

ნ. გურიელმა – (ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების კაპიტანმა) სხდომას მოახსენა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მონაწილე ქალთა შედეგების შესახებ. გუნდი წავიდა მ. ჩიბურდანიძის გარეშე. გვეგონა ეს გავლენას მოახდენდა გუნდზე.გუნდი ახალგაზრდული შემადგენლობის იყო.შემოვიდა ახალი წევრი ბ. ხოტენაშვილის სახით. მას მხარდაჭერა გამოუცხადეს გუნდის წევრებმა ნ. ძაგნიძემ და ლ. ჯავახიშვილმა. ჩატარდა შეკრება. ნ. ძაგნიძე ძალიან დაღლილი იყო ჩინეთის ტურნირების შემდეგ და მთავარი კოზირი I დაფა ხდებოდა სახიფათო II დაფა – ლ. ჯავახიშვილიც დაღლილი იყო, მაგრამ შემართებით ითამაშა და ოქროს მედალიც აიღო თავის დაფაზე. III დაფა– ს. ხუხაშვილს ნამდვილად ემჩნევა წინსვლა. ეხლა იყო სერიოზულად მოტივირებული. IV დაფაზე – ნ. ხურციძე გამოცდილი მოჭადრაკეა, მან თავისი სიტყვა თქვა. გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანა. რაც შეეხება ბელა ხოტენაშვილს, მართალია ნაკრებში პირველად მოხვდა, მაგრამ დამრტყმელი ძალა გახდა. ნიჭიერია და მაღალი რეიტინგი აქვს, რამდენიმე კარგი ტურნირიც მოიგო.მართალია რუსეთს მოვუგეთ, მაგრამ მათ მაღალი ანგარიშებით მოიგეს. რუსეთი ყოველთვის ფავორიტი იყო და არის. მთავარია ჩვენ რუსეთის მოგება შეგვიძლია.
აზრი გამოთქვეს: ნ. გაფრინდაშვილმა – II ადგილი წარმატებად მიმაჩნია.გილოცავთ. გამართლება თუ არ იქნა მიმაჩნია, რომ გუნდი I ადგილს ვერ აიღებს. შეცდომა იყო ნ. ძაგნიძის ჩინეთში დარჩენა და ტურნირში მონაწილეობა. აზერბაიჯანთან გუნდის 1 წევრს კი არა 2–ს რომ არ უნდოდა თამაში ეს უკვე სერიოზული სიგნალია. თამაშის სურვილის არქონას მ. ჩიბურდანიძეს არ ვპატიობდით.
გ. გიორგაძე – ნ. ძაგნიძეს გრან–პრი რომ არ ჰქონოდა სათამაშო, სინგაპურში უნდა ჩასულიყო და დაესვენა, მაგრამ თვითონ არ მოინდომა. 10 დღე ჰქონდა დასასვენებლად. რაც შეეხება თამაშის სურვილის არ ქონას, გუნდის წევრი უნდა იყოს პროფესიონალი და მზად უნდა იყოს ყველასთან სათამაშოდ.
ნ. ალექსანდრია– რეიტინგით II ვიყავით და II ადგილიც ნორმალური შედეგი იყო. კარგია რომ რუსეთს მოვუგეთ. აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს სტრუქტურა თუ ვინ ადგენს გუნდს.არსებობდეს გუნდის ბირთვი და მაისში მაინც ვიცოდეთ ვინ არის მწვრთნელი, კაპიტანი და გუნდის წევრები. თორემ ქაოსი იყო.
გ. გიორგაძე – ამ ქაოსის შედეგი ზედმეტი ფინანსური ხარჯები იყო.
ზ. აზმაიფარაშვილი – მერე რა რომ რეიტინგით II ვიყავით, 1–3 –ზე გასვლა მაინც კარგია. II ადგილი – 9–დან 8 ქულა, დიდი შედეგია რუსეთის შემდეგ.
თ. გიორგაძე ბრწყინვალე შედეგია, ჩანდა რომ ყველა ძლიერი იოლად გავიარეთ.
დ. არუთინიანმა მოკლედ ისაუბრა გუნდის ყველა წევრის შესახებ და აღნიშნა, რომ კარგად ითამაშეს. რამდენიმე მატჩში კი გაგვიმართლა.
ზ. მიქაძე – წინადადება შემომაქვს ქალთა გუნდის შედეგი შეფასდეს წარმატებულად.
კენჭი უყარეს: ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების გამოსვლის წარმატებულად შეფასების წინადადებას. მიიღეს ერთხმად.
დაადგინეს: ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად.
მოისმინეს: 2) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის – 20 წ. (ქ. ფორ–მერლინი, არგენტინა) შედეგების შესახებ /კ.ჩიგოგიძე/;
კ. ჩიგოგიძემ – სხდომის წევრებს მოახსენა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის – 20 წ. შედეგების შესახებ. ვაჟთა ტურნირი ძლიერი შემადგენლობის იყო. 18 დიდოსტატი, მონაწილეობდა მაღალი რეიტინგით. გ. მარგველაშვილი ლაღად თამაშობდა. ბოლო ტურის წინ დიდოსტატობა შეასრულა, რეიტინგში 35 ქულაც მოიმატა, მაგრამ ბოლო ტური წააგო და მე–9 ადგილზე გავიდა. გოგონებში მ. მიქაძემ – მე–5 ადგილი დაიკავა, ნ. პაიკიძემ – 17–ე.
აზრი გამოთქვეს: გ. გიორგაძე – წინადადება შემომაქვს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის – 20 წ. ქართველი მოჭადრაკეების შედეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
კენჭი უყარეს: მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე – 20 წ. ქართველი მოჭადრაკეების
გამოსვლის დამაკმაყოფილებლად შეფასების წინადადებას . მიიღეს ერთხმად.
დაადგინეს: მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე – 20 წ. ქართველი მოჭადრაკეების გამოსვლა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
მოისმინეს: 3)დებულებების დამტკიცება /გ. გიორგაძე/;
გ. გიორგაძემ სხდომის წევრებს მოახსენა, რომ ვაჟთა და ქალთა კომისიები შეიკრიბნენ და იმსჯელეს, თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს მომავალი წლის საქართველოს ჩემპიონატები, შესაბამისად მათი შესარჩევი I ლიგის ტურნირები.
მოისმინეს: თ. გიორგაძემ (ვაჟთა კომისიის თავმჯდომარემ) სხდომას მოახსენა ვაჟთა კომისიის შეკრების შესახებ. მან თქვა,რომ ვაჟთა კომისამ იმსჯელა საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩატარების შესახებ. მართალია წამყვანი მოჭადრაკეების სურვილი იყო ჩატარებულიყო 16 კაციანი ტურნირი ოლიმპიური სისტემით– ნოკაუტ მატჩები. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მისაღები იქნებოდა 14 მონაწილიანი, წრიული ტურნირის ჩატარება, სადაც მონაწილე უცებ 2 პარტიის მერე არ ეთიშება ტურნირს, შესაძლებელია ს/დიდოსტატის და ს/ოსტატის ნორმების შესრულება.თანაც ოლიმპიური წელია და კარგი იქნება თუ გუნდის შემადგენლობას უფრო ადრე დავადგენთ, ვიდრე ოლიმპიადამდე 1 თვის წინ. მართალია იქნება ეჭვი ქულების მიცემაზე, მაგრამ ახალგაზრდებისთვის უფრო კარგი იქნება თუ ისე ჩატარდება, როგორც შარშან. გუნდი თუ გაახალგაზრდავდება არ იქნება ცუდი. გუნდში პირდაპირ მოწვეულ იქნას ბაადურ ჯობავა. გუნდში მოსახვედრად უმაღლესი ლიგიდან მიეცეთ 3 ადგილი და 1 ადგილი ფედერაციამ (ვაჟთა კომისისამ გამგეობაზე გაიტანოს) გადაწყვიტოს. მარტის ბოლოსთვის გუნდის შემადგენლობა ცნობილი იყოს. სასურველია
ყველა waმყვანმა მოჭადრაკემ ითამაშოს უმაღლეს ლიგაში ბაადურ ჯობავას გარდა. მინიმუმ I ლიგის დაწყებამდე თქვან თამაშობენ თუ არა.
გ. გიორგაძე –პრინციპში ორივე ნორმალური სისიტემაა. რაც შეეხება ბაადურ ჯობავაზე ექსტრას მიცემას, თვითონ გააკეთოს არჩევანი, თუ უნდა ითამაშოს თუ უნდა არა. პრიზები არ არის ცოტა, შარშან დაახლოებით I პრიზი –3000 ლარი იყო და 1–3 ადგილზე გასულებს ევროპის ჩემპიონატი დაუფინანსდათ.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდეს 14 მოჭადრაკის მონაწილეობით: 3 ადგილი– 2009 წლის საქართველოს ჩემპიონატის 1–3 პრიზიორი; 1 ადგილი– 2009 წლის საქართველოს ჩემპიონი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის; 5 ადგილი– უმაღლესი რეიტინგით (01.11.2009 წ. რეიტინგებით); 5 ადგილიც – I ლიგიდან.
თუ ვინმემ რეიტინგიანმა არ ითამაშა – დაემატება შემდეგი რეიტინგიანი (არანაკლებ 2500 რეიტინგიანი); დანარჩენი ემატება I ლიგიდან. ვინც არ აპირებს თამაშს უნდა ამის შესახებ განაცხადოს I ლიგის დაწყებამდე.
კენჭი უყარეს: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წრიული სისტემით, 14 მოჭადრაკის მონაწილეობით ჩატარებას. მიიღეს ერთხმად.
დაადგინეს: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდეს წრიული სისტემით, 14 მოჭადრაკის მონაწილეობით.
წა
მოისმინეს: ნ. გურიელმა (ქალთა კომისიის თავმჯდომარე)– სხდომას აცნობა იმის შესახებ, რომ მ. ჩიბურდანიძემ გადაწყვიტა ნაკრებში დაბრუნება. მომავალი წლის ოლიმპიადა დაგეგმილია რუსეთში და საჭიროა სათანადოდ მომზადება. მისი თხოვნით გუნდის ბირთვმა მ. ჩიბურდანიძემ, ნ. ძაგნიძემ და ლ. ჯავახიშვილმა თავიანთი გეგმები წარმოადგინეს. შესარჩევია კიდევ 2 წევრი, რომელიც მაისისთვის უკვე დასახელებლი უნდა იყოს. აუცილებელია ოლიმპიადამდე 1 თვით ადრე გუნდის წევრებმა სხვა ტურნირში აღარ მიიღონ მონაწილეობა. საქართველოს ჩემპიონი პირდაპირ ვერ ხვდება გუნდში, ის არის I კანდიდატი.თუ ვინმე გახდება ევროპის ჩემპიონი ის მიწვეული იქნება გუნდში. გათვალისწინებული იქნება ყველა ძლიერი ტურნირის შედეგები.საჭირო იქნება ოლიმპიადისთვის საფუძვლიანად მომზადება, უნდა ჩატარდეს 2 შეკრება მაინც.ძალიან ძნელი იქნება რუსეთში რუსებზე მოგება. მისი ინფორმაციით ნ. ძაგნიძე და ლ. jავახიშვილი უმაღლეს ლიგაში თამაშს არ აპირებენ.
აზრი გამოთქვეს: გ. გიორგაძემ – თუ ქუთაისში ჩატარდება ნ. ძაგნიძეს თამაშის სურვილი ჰქონდა.
ნ. გურიელი – რაც შეეხება კრიტერიუმებს
, მისი აზრით საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა უნდა ჩატარდეს 12 მოჭადრაკის მონაწილეობით და მასში მოწვეული არიან:
1. 2009 წლის საქართველოს ჩემპიონატის 1–3 პრიზიორი; 2. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები (მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მონაწილეები); 3. ჩამოთვლილმოჭადრაკეების შემდეგ 1 უმაღლესი რეიტინგიანი (01.11.2009 წ. რეიტინგებით); 4. საქართველოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის; 5.I ლიგაში 1–6 ადგილზე გასული მოჭადრაკეები; ამათ დაემატებათ მსოფლიო ასაკობრივ ჩემპიონატზე ( ქ. ანტალია, თურქეთი11.11–23.11.2009 წ.) თუ ვინმე გახდა მსოფლიო ჩემპიონი 16 და 18 წლამდე გოგონათა შორის.
თუ ვინმემ მოწვეულთაგან არ ითამაშა – დაემატება უმაღლესი რეიტინგიანი (არანაკლებ 2350 რეიტინგიანი); თუ I ლიგიდან არ ითამაშა, მაშინ ემატება I ლიგიდან. ვინც არ აპირებს თამაშს უნდა ამის შესახებ განაცხადოს I ლიგის დაწყებამდე.
მოისმინეს: 4) სხვადასხვა. ნ. გაფრინდაშვილმა ზ. აზმაიფარაშვილს, როგორც ფიდეს ვიცე–პრეზიდენტს სთხოვა ფიდეში გააჟღეროს სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა 2 თხოვნა: 1) ყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი ფიდეში და 2) გაზარდონ საპრიზო ფონდი.
აზრი გამოთქვეს: ე. ზენაიშვილმა– ქ–ნ ნ. გაფრინდაშვილის სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე I ადგილის დაკავება შეფასდეს ბრწყინვალედ. მიიღეს ერთხმად.
დაადგინეს: ქ–ნ ნ. გაფრინდაშვილის სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე I ადგილის დაკავება შეფასდეს ბრწყინვალედ
.ი
კატეგორია: სიახლე | ნანახია: 1337 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 giorgii  
0
aq laparakia imaze rom 5 adgilidan 3 adgils ushvebt,es aranair logikas ar ekvemdebareba,shegaxsenebt rom zustad analogiurad ikvnen dashvebuli celsac da gamgeobis okmidan chans rom isini pormashi ar ikvnen da nakrebshi adgili mas ekutvnis vinc im droistvis uketes pormashi ikneba,torem mase qalbatonma nonamac damsaxurebis gamo sheidzleba erti adgili moitxovos,sad gagonila erti clit adre adgili daubevo amden mochadrakes,es seriozuli sakitxia,es ise torem matze kargi shedegebi getanxmebit aravis ar aqvs cna clebshi

2 geochess  
0
Me mgoni nana dzagnidzem da lela javaxishvilma araetrtxel daamtkices tavisi dzala...da msoflio sachadrako elitasac ganekutvnebian da iseni dzalian chirdeba saqarTvelos nakrebs

1 giorgii  
0
ragac mainc ar mimachnia martebulad nakrebshi 5 adgilidan 3 adgilis pirdapir dajavshvna,ra logikaa,ra garantiaa rom es sami adgili karg pormashi iknebian olimpiadistvis samive?davushvat erti garantirebuli--maia chiburdanidze ,xolo danarchenebma is 4 adgili gaitamashon saqartvelos umagles ligashi,kvela daamtkicebs vin ras carmoadgens jer saxlshi--saqartveloshi,mgoni ase ajobebda da pirvelobac 14 kaciani ikneboda

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz