სერბეთის ნოვი–სადში დასასრულს მიუახლოვდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი.
ქალთა პირველობაზე უკვე გაირკვა I-II ადგილების მფლობელები ვინაიდან, საქართველოსა და რუსეთის გუნდები მთელი 3 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს.
VIII ტურში ჩვენმა გოგონებმა ბულგარელებს სძლიეს ანგარიშით 3:1, გაიმარჯვეს სოფიკო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა, დაზავდნენ ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი.
დასკნით ტურში ქართველი ქალები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ.
ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე – 3 (7)
ლელა ჯავახიშვილი – 5,5(7)
სოფიკო ხუხაშვილი – 4,5(6)
ნინო ხურციძე – 3 (5)
ბელა ხოტენაშვილი – 5,5(7)
ზედიზედ მეორედ დამარცხდა ვაჟთა ნაკრები, ამჟამად ისრაელის ძლიერ ნაკრებთან.
ყაიმით დაასრულეს სეხვედრები ბაადურ ჯობავამ, ლევან ფანცულაიამ და მერაბ გაგუნაშვილმა, წააგო თორნიკე სანიკიძემ.
ამრიგად, ფინალური ტურის წინ ჩვენი ნაკრები 9 ქულით მე–15 ადგილზეა და ბოლო თამაშს ნორვეგიის ნაკრებთან გამართავს.
ხოლო 13 ქულით I-II ადგილებს რუსეთისა და აზერბაიჯანის გუნდები ინაწილებენ.
ტექნიკური შედეგები:
ბაადურ ჯობავა – 4,5(8)
მიხეილ მჭედლიშვილი – 2(5)
ლევან ფანცულაიამ – 4(7)
მერაბ გაგუნაშვილი – 3,5(6)
თორნიკე სანიკიძე – 3(6)
http://www.eurons2009.com/eng.htm
|