თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 13.00სთ. გაიმართა პრესკონფერენცია...
ჩინეთის უძველეს დედაქალაქში დასრულებულ ქალთა გრან-პრის გათამაშების II ეტაპის გათამაშებაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ნანა ძაგნიძე
7,5 ქულით II ადგილზე გავიდა.
I ადგილი 8 ქულით მანსპინძელთა წარმომადგენელმა მსოფლიოს ექსჩემპიონმა ქსიუ იუხუამ დაიკავა.
II I ადგილზეც ჩინელი ჟაო ქსიუა.
აღსანიშნავია, რომ ნანამ ტურნირში 2573 აჩვენა პერფომანსი და საკუთარ რეიტინგსაც 6,3 ქულა შემატა.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი 50 000 ევროს შეადგენდა...
- 6 500€
- 4 750€
- 4 000€
- 3 750€
- 3 500€
- 3 250€
- 3 000€
- 2 750€
- 2 500€
- 2 250€
- 2 000€
- 1 750€
მსოფლიოს ქალთა გრან-პრის დანარჩენი ეტაპები 2010 წელს შემდეგ ქალაქებში გაიმართება:
ნალჩიკი (რუსეთი) - 23.04 – 06.05.2010
ჯერმუკი (სომხეთი) - 23.06 – 06.07.2010
ულან-ბატორი (მონღოლეთი)- 29.07 - 12.08.2010
სანტ-იაგო (ჩილე) – 27.10 – 09.11.2010
ქალთა გრან-პრის გათამაშებაში კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე, მაია ჩიბურდანიძე იღებს მონაწილეობას.
სულ გრან-პრის ექვსივე ეტაპზე 18 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და აქედან თითოეულისათვის 4 ეტაპზეა მონაწილეობა სავალდებულო.
საბოლოოდ შეჯამდება 3 ეტაპზე ნაჩვენები შედეგები და 2 საუკეთესო ერთმანეთთან ითამაშებს მატჩს უძლიერესის გამოსავლენად. ხოლო, გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს(რუსეთი) შეებრძოლება ტიტულისათვის.
|