საქართველოს I ჩემპიონატი სკოლებს შორის
5 მაისიდან სტარტი აიღო და 17 ოქტომბერს დასრულდება საქართველოს I ჩემპიონატი სკოლებს შორის.
1000–ობით მოზარდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივ პროექტში.
ჩემპიონატი ჩატარდა2 ეტაპად: რეგიონალური და დასკვნითი ტური.
ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ სკოლის ასაკის მოსწავლეებს.
გუნდი შედგება 3 ჭაბუკისა და 1 გოგონასაგან.
ნათამაშები მატჩების შედეგების მიხედვით, დაჯამდება გუნდური ქულები და გამოვლინდება გამარჯვებული
თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის –2 ქულა; ფრე– 1 ქულა; წაგება – 0 ქულა.
რეგიონალურ ტურში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით,მედლებით, დიპლომებით და მოიპოვეს ფინალში ასპარეზობის უფლება;
დასკვნით ეტაპზე 1–3 ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით,მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
საქართველოს I ჩემპიონატში სკოლებს შორის მონაწილეობას მიიღებენ:
1.თბილისი №58 საჯარო სკოლა
2.ქუთაისის № 21 სკოლა (იმერეთის მხარე)
3.გორის №1 საჯარო სკოლა (შიდა ქართლის მხარე)
4.ფოთის №3 საჯარო სკოლა (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
5.ქობულეთის საეროსკოლა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარე)
6.ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა (გურიის მხარე)
7.დუშეთის №2 საჯარო სკოლა (მცხეთა-თიანეთისმხარე)
8.საგარეჯოს №1 საჯარო სკოლა (კახეთის ) მხარე
9.ნიკორწმინდის სკოლა (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე)
9.ახალციხის №5 საჯარო სკოლა (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
11.რუსთავის №5 საჯარო სკოლა (ქვემო ქართლის მხარე)
|