ნანცძინში მიმდინარე გრან-პრის გათამაშების VIII ტურში ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა ლილიტ მკრტიჩიანთან (სომხეთი).
ქართველი მოჭადრაკის უშუალო კონკურენტმა მარია სებაგმა (საფრანგეთი) დაამარცხა ჩინელი ჯუ ჩენი და დაწინაურდა 6 ქულით.
ქსიუ იუხუამაც დაამარცხა მეტოქე ბ.ილდიზი (თურქეთი) და 5,5 ქულით II-III ადგილებს ინაწილებს ძაგნიძესთან ერტად.
ხვალ, IX ტურის შეხვედრები გაიმართება. ნანა თეთრი ფიგურებით ეკვადორელ მარტა ფიეროს დაუპირისპირდება.
|