ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, (21.10 – 04.11) არგენტინის პუერტო- მადრინში გაიმართება მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
პირველობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება;
საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ საქართველოს ჩემპიონატი თანატოლებს შორის:
გიორგი მარგველაშვილი - 2509 (განთესვით 21-ე )
მირანდა მიქაძე - 2317 ( მე-7)
მსოფლიოს 16 წლამდე ჩემპიონი ნაზი პაიკიძე - 2279 (მე-10).
ქალაქი პუერტო - მადრინი განლაგებულია ჩუბუტის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნუევოს ყურის სანაპიროზე, ვალდესის ნახევარკუნძულზე. განთქმულია დაივინგის ცენტრით, ულამაზესი, ველური პლიაჟებით და ულამაზესი, პირველყოფილი ნაკრძალით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.
|