დღევანდელ ტურში დავით ბენიძემ მორიგი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად, მისი მსხვერპლი ბეგლარ ჯობავა გახლდათ და 8 ტურის შემდეგ 7,5 (!) ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.
ლიდერს შვეიცარული სისტემებისათვის უჩვეულო დისტანციით – 1,5 ქულით ჩამორჩებიან გიზო ნიგალიძე, ლუკა პაიჭაძე და მახო სულაშვილი
.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სულაშვილმა ტურნირი 'მინუსით' დაიწყო და მან 7–დან 6 ქულის დაგროვება შესძლო.
5,5 ქულა დააგროვეს და უმაღლეს ლიგის საგზურზე პრეტენზიას აცხადებენ:
ზურაბ ჯავახაძე, ბეგლარ ჯობავა, ოთარ ჯირკვალიშვილი და გიგა ყუფარაძე.
მეცხრე ტურის კენჭისყრა:
http://www.chess-results.com/tnr28297.aspx?art=2&rd=9&lan=1&m=-1&wi=1000
|