ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღევანდელ ტურში, შეიძლება ითქვას საჩემპიონო მატჩი შედგა საქართველოსა და რუსეთს შორის!
ქართველმა ქალებმა ანგარიშით 2,5 – 1,5 დაამრცხეს რუსეთის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის ლიდერობით.
გამარჯვების ქულები მოიტანეს შავი ფერის ფიგურებით ლელა ჯავახიშვილმა ტატიანა კოსინცევასთან და ბელა ხოტენაშვილმა ვალენტინა გუნინასთან, ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნანა ძაგნიძემ ალექსანდრა კოსტენიუკთან., ნინო ხურციძე დამარცხდა ნადეჟდა კოსინცევასთან.
არანაკლებ ივაჟკაცეს ჩვენმა ბიჭებმაც, მათ საფრანგეთის ძლიერი გუნდი დაამარცხეს და 4 ქულით პირველობას იყოფენ!
პარტიები მოიგეს მიხეილ მჭედლიშვილმა
რომაინ ედუარდთან
და ლევან ფანცულაიამ მატიე კორნეტთან,
ყაიმით დაასრულა შეხვედრა ბაადურ ჯობავამ ეტიენ ბაქროსთან, თორნიკე სანიკიძე დანარცხდა სებასტიან ფელერთან.
|