პარასკევი, 19.04.2024, 20:16
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 21 » ინტერვიუ ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონ – თორნიკე სანიკიძესთან.
20:34
ინტერვიუ ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონ – თორნიკე სანიკიძესთან.
 
თორნიკე, წლევანდელი წელი შენთვის საკმაოდ წარმატებული იყო;

იანვარში საქართველო ჩემპიონის ტიტული მოიპოვე ვაჟთა შორის  და შემდეგ, საკმაოდ ხანგრძლივი, წარმატებული    ტურნეც  გქონდა ევროპაში...

 

ევროპაში გამგზავრებამდე  საკმაოდ კარგად ვიასპარეზე თურქეთის საკლუბო ჩემპიონატში, მეორე  დაფაზე I ადგილზე გავედი 15-დან 11 ქულით  (7 მოგება და 8 ყაიმი) და რეიტინგსაც

 22 ქულა შევმატე.

ივლისში ვმონაწილეობდი ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენშიგამართულ  საერთაშორისო ტურნირში...სადაც ჩემი თამაში დამაკმაყოფილებლად  შეიძლება ჩაითვალოს...

ლეიდენის  შემდეგ ვიასპარეზე ლუქსემბურგის ქალაქ პერლეში ჩატარებულ ტურნირში, რომელიც,  ცოტა უჩვეულო რეგლამენტით გამოირჩეოდა, 8 წუთი მთელ პარტიაზე  დამატების გარეშე. მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები; 9-დან 9 ქულით პირველი ვიყავი!

 

შემდეგი პუნქტი ჩემი მოგზაურობის გერმანიის ულამაზესი  დრეზდენი იყო... სადაც კარგად ვითამაშე  III  საპრიზო ადგილი გავიყავი და სარეიტინგო 14 ქულა მოვიმატე.

დრეზდენიდან  იტალიის ფერმოში გავემგზავრე ,სადაც ვმონაწილეობდი  ‘ფერმო ოპენ’,  4–დან 4 ქულით პირველზეც ვიყავი , შემდეგ 5 პარტია ზედიზედ ყაიმით დავასრულე  და საბოლოოდ VI ადგილზე გავედი.

 

 ფერმო ულამაზესი საკუროროტო ქალაქია და ტურნირის  ორგანიზაციაც ძალიან მაღალ დონეზე იყო.
 
ყოველდღე  დაგეგმილი იყო სხვადასხვა სანახაობა... ერთ დღეს ცოცხალი ჭადრაკი ქალაქის ქუჩებში, მეორე დღეს სილამაზის კონკურსი ჩაატარეს მონაწილეებსა
 და ჭადრაკის მოყვaრულებს შორის, ჩატარდა შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში სადაც გავიმარჯვე; განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია  ქალაქის მოსახლეობისათვის, ტურნირის მონაწილე დიდოსტატების მიერ გამართული  ერთდროული თამაშის  სეანსმა .
ტუნირის დასრულების შემდეგ ფერმოში ევროპის ასაკობრივმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ  ლუქსემბურგელი მოჭადრაკეებიც, რომელთა გარკვეულ ნაწილს კონსულტაციას ვუწევდი. რასაკვირველია, ქართველ მოჭადრაკეებთანაც მქონდა კონტაქტი,
 ძირითადად საერთაშორისო ოსტატ დავით ბენიძეს ვეხმარებოდი მომზადების პროცესში, რომელმაც ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა 18 წლიან ჭაბუკებში გამართულ ჩემპიონატში.

 

ყოველთვის სექტემბრის პირველ დეკადაში  ტარდება ტრადიციული ტურნირი  ლუქსემბურგის ქალაქ დუდენლანჟში რომელსაც საკუთარი კლუბიც ჰყავს ..და   ეს ტურნირი ძირითადად განსაზღვრულია დუდელანჟელი მოჭადრაკეებისათვის..მე კიდე მათი კონკურენტი ქალაქის კლუბის ’დიფერდანჟი’ წევრი გახლავართ... თუმცა ჩემი კონტრაქტი ამ კლუბთან სულ რამდენიმე დღის გაფორმებული იყო...

მაგრამ  მათი ქიშპობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი.. აქაც წარმატებით ვიასპარეზე და აბსოლუტური შედეგით I ადგილიც დავიკავე.

ასევე ვეწეოდი სამწვრთენლო მუშაობასაც...ვამეცადინებდი ვლადა ბოიარჩენკოს. რომელმაც ევროკავშირის პირველობაზე III  ადგილი დაიკავა.

მსგავსი  შედეგი აქამდე ლუქსემბურგელ მოჭადრაკეს  არ ჰქონია და  ქვეყანაში  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , საზეიმო დახვედრაც მოგვიწყვეს და ეგრევე, ავისმსურველებიც გავიჩინე ლუქსემბურგის საჭადრაკო სამყაროში.
 

 თბილისში 19 სექტემბერს დავბრუნდი, დაბრუნებისთანავე   გავემგზავრე აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ბაქოში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ... წავაგე  მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულთან ბორის სავჩენკოსთან და 9-დან 7 ქულით  III-VI ადგილები გავიყავი , დამატებითი მაჩვენებლებით კი მეოთხე საფეხურზე გავედი.

პარტიების ხარისხით კარგი მქონდა ,  სავჩენკოსთან ნათამაშების  გამოკლებით, ამ პარტიის მსვლელობისას   კომპიუტერულ ანალიზს ვენდე დამატებითი გადამოწმების გარეშე და დავისაჯე კიდეც.

 

როგორ, რა სისტემით  მეცადინეობ ჭადრაკში?

ინდივიდუალურად, ძირითადი მიმართულება დებიუტის გაღრმავება, ვარჩევ კლასიკას,...საერთოდ,სასურველია მოჭადრაკემ ამოხსნას ეტიუდები, იმუშაოს თვლის ტექნიკაზე, ენდშპილებში ღრმა მუშაობაა საჭირო...მაგრამ,  იშვიათად ვახერხებ დროის უქონლობის გამო…

 

რა არის ჭადრაკში  შენი ‘კოზირი’?

ძალიან მიყვარს დინამიური , აქტიური თამაში...რომელიც მე მგონი გამომდის კიდეც.

 

უახლოესი გეგმები?

ევროპის გუნდური ჩემპიონატი სერბეთის ნოვი-სადში.

 

რადგან სეკუნდატობა ვახსენეთ არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ შენი დებიუტი სამწვრთნელო კარიერაში ძალიან წარმატებული იყო...გქონდა,კიდევ შემოთავაზება ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისა?
 

..დრეზდენის ოლიმპიადა იმდენად დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც პროფესიულ, ფიზიკურ და ასევე,ფსიქოლოგიურ ასპექტში., რომ ამჟამად თავი შვიკავე გუნდის მწვრთნელობისაგან......ვინაიდან, ქალებთან მუშაობა საკმაოდ შრომატევადია.

 საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ, საკუთარ პირად კარიერაზე ზრუნვა დავიწყე.რადგან, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში ჩემი დებიუტი შედგება და მინდა კარგი შედეგი ვაჩვენო ... ვმეცადინეობ და ვთამაშობ ინდივიდუალური გრაფიკით.

 

ჩინეთში დასრულებულ მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე რას იტყოდი?

 

საქართველოს ნაკრების  IV  ადგილი თავისათავად წარმატებად ვერ  ჩაითვლება..გაცილებით მეტს ველოდით. მე საშუალება მქონდა იტალიიდან მედევნებინა თვალი..თითქმის ყველა პარტია ვნახე...ვთვლი, რომ ჩვენ ქალებს საკმაოდ ბევრი საჭადრაკო პრობლემები დაუგროვდათ  (მაია ჩიბურდანიძის გამოკლებით რასაკვირველია).განსაკუთრებით მოიკოჭლებენ ენდშპილებში..თუნდაც ჩინელებთან წაგებული მატჩი სადაც სამივე პარტია ეტლების ენდშპილში იქნა წაგებული...

 

 

 

 

კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 1568 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 lortkipanidze  
0
aii Dzzzaaan MMMagari kacii raa.. =))) warmatebebi took :*

2 geochess  
0
Getanxmebi biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz