ნანა პირველ რიგში გილოცავ ფიდეს ქალთა გრან–პრიზე დაკავებულ 2 ადგილს, თუმცა, სხვა ტურნირებში ნაჩვენები საერთო შედეგებითაც, ალბათ კმაყოფილი ხარ?
მადლობთ, საერთო ჯამში შედეგებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვთვლი რომ უფრო უკეთესად შეიძლებოდა თამაში.
საკმაოდ ხანგრძლივი ტურნე გქონდა ჩინეთში?
ჩინეთში სადღაც თვენახევარი გავატარე და 4 ტურნირი ვითამაშე:
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის .
9-დან 6,5 ავიღე, 1-3 ადგ. გავიყავი ჩემს დაფაზე და რეიტინგიც მოვიმატე 5,8 ქულა.
ქ.ლიშუში ’ Zhejiang Lishui Xingqiu Open’ – 4,5 ქულა 9-დან, აგრეთვე ვმონაწილეობდი ჩინეთის ლიგაშიც.
მონაწილეობა მივიღე ფიდე ქალთა გრან-პრის გათამაშების 2 ეტაპზე, სადაც 7,5 ქულით 11-დან მე-2 ადგილზე გავედი და რეიტინგსაც 6,3 ქულა შევმატე.
როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი ჩინეთიდან?
ჩინეთი უძველესი ტრადიციების მქონე ერია. მათთან ძალიან ბევრი რამე თუმცა, იყო რაღაცეები რაც ჩემთვის მიუღებელია.
მომეწონა რომ სტუმართმოყვერეობით ქართველებს ნამდვილად არ ჩამგვივარდებიან, უამრავი საინტერესო ისტორიული ძეგლი აქვთ; წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩინეთის კედელმა...
არ მომეწონა თვითონ სუფრის ტრადიცია და ზედმეტად აქტიური ქალები მამაკაცებთან ურთიერთობისას.
სამზარეულოზე რა აზრის ხარ?
ვისთვის როგორ, ჩემთვის ეს ცოტა რთული კითხვაა...იმის მერე რაც გადავიტანე...გრა–პრის გათამაშებისას დასვენების დღეს მასპინძლებმა , საზეიმო ვახშამი მოგვიწყეს, იქ რაღაც კერძი რომელიც ძალიან გემრიელი იყო, დიდი რაოდენობით დავაგემოვნე და მეორე დილით საავადმყოფოშიც აღმოვჩნდი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში...
მაგრამ, უნდა ავღნიშნო რომ ჩინელებს სწორი კვების რეჟიმი აქვთ და ამიტომაც ცოცხლობენ დიდხანს. მათ, ძირითად საკვებს ბრინჯი და ზღვის პროდუქტები შეადგენს.
განსაკუთრებით მომეწონა კერძი სახელწოდებით ტოფუ, რომელიც ხორცისაგან და ბრინჯისგან შედგება და
საოცრად გემრიელია. თუმცა, ჩემი აზრით ქართულ სამზარეულო, მაინც ყველასგან გამორჩეულია .
ქალთა გრან–პრის დროს მიმდინარეობდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი,
როგორ შეეფასებით ქალთა კლუბ სამაიას გამოსვლას?
ვფიქრობ რომ მას შემდეგ რაც ტურნირის ელო-ფავორიტი დაამარცხეს და ჩემპიონობის შანსიც ჰქონდათ. თუმცა, შემდეგ არ ვიცი რა მოხდა აუტსაიდერ გუნდთან წააგეს და ჩემპიონობისათის ბრძოლასაც გამოეთიშნენ.
მაგრამ, მესამე საპრიზო ადგილიც არ არის ცუდი ახალშექმნილი კლუბისათვის.
მომავალში, კი უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ.
რას გრძნობ წაგების შემდეგ, იოლად გამოდიხარ მდგომარეობიდან?
მირჩევნია, ამ კითხვაზე არ გიპასუხოთ.
ხშირად მონაწილეობ მამაკაცთა ტურნირებში..? რა განსხვავებაა ქალთა და მამაკაცთა ჭადრაკს შორის? ვისთან უფრო გიყვარს თამაში?
მამაკაცთა და ქალთა ჭადრაკს შორის დიდი განსხვავებაა, ჩემი აზრით ვაჟები ბევრად უფრო საინტერესო ჭადრაკს თამაშობენ. აქედან გამომდინარე მათთან თამაში უფრო მიზიდავს.
სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობ, განსაკუთრებით სად გიყვარს ასპარეზობა?
ამ, მხრივ საბერძნეთი განსაკუთრებულია ჩემთვის.
გყავს მეგობრები მოჭადრაკეებში, როგორც წესი ისინი შენი კონკურენტები არიან..ხომ არ მოქმედებს ურთიერთობებზე?
საკმაოდ, ბევრი მოჭადრაკე მეგობარი მყავს, მათ, შორის ყველაზე ახლობლებიც ჩემი კოლეგები არიან და ჩვენი პაექრობა ჭადრაკის დაფის მიღმა არ ვრცელდება.
რომელ ადგილს ელოდებით ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე რომელიც 21 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ ნოვი–სადში აიღებს სტარტს? მიიღებს
არ დავმალავ და ჩემპიონობის იმედი მაქვს!
გისურვებთ წარმატებებს და მოლოდინის გამართლებას!
|