ჩემპიონობისკენ ტრიუმფალურ სვლას აგრძელებენ ქართული გუნდები! IV ტურში კვლავ ‘დუბლი’ გამარჯვების მომსწრენი გავხდით...
ვაჟთა ნაკრებმა 3 : 1 დაამარცხა სერბეთის ნაკრები.
გაიმარჯვეს მერაბ გაგუნაშვილმა და თორნიკე სანიკიძემ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ბაადურ ჯობავამ და მიხეილ მჭედლიშვილმა.
ამრიგად, IV ტურის შემდეგ 8 ქულით ქართველი ვაჟები აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებთან ერთად ლიდერობენ და V ტურში შედგება ლიდერთა შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეზობლებს ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი კაპიტნობს.
ვაჟებს ტოლი არ დაუდეს ქალებმა და საკმაოდ, უხერხულ მეტოქეს სომხეთის ნაკრებს დააყრევინეს ფარ–ხმალი .
მეტოქეები დაამარცხეს ნანა ძაგნიძემ და ნინო ხურციძემ, ყაიმით დაასრულა შეხვედრა სოფიკო ხუხაშვილმა, სამწუხაროდ, პირველი მარცხი განიცადა ბელა ხოტენაშვილმა.
ამ, გამარჯვების შედეგად ქალთა ნაკრები 8 ქულით ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში!
|