ქართულმა 'სამაიამ' პირველ ტურში 2,5:1,5 ბელგრადის 'BAS' დაამარცხა. გაიმარჯვეს ლელა ჯავახიშვილმა (ნატაშა ბოიკოვიჩთან) და სალომე მელიამ (ანჯელა სტოიანოვიჩთან), მაია ჩიბურდანიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა ინა გაპონენკოსთან.ხოლო, მაია ლომინეიშვილმა მარცხი განიცადა ტატიანა ვასილევიჩთან.
ტურის სენსაციად დაფიქსირდა მონტე კარლოს 'Cercle d'Echecs ' ფრე რუმინეთის 'CS Cotnari-Politehnica ' , აღსანიშნავია, რომ რუმინული გუნდის პირველ დაფაზე ჩვენი ყოფილი თანამემამულე, ამჟამად შოტლანდიის მოქალაქე ქეთევან არახამია ასპარეზობს.
მეორე ტურში ქართულ კლუბს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს მაკედონიის პოდგორიცას 'T-com' სახით.
მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობენ:
ხოანგ თხან თრანგი,ვიქტორია ჩმილიტე,ალისა მარიჩი,ეკატერინე კოვალევსკაია და ჯოვანა ვოჯინოვიჩი (სათადარიგო მოთამაშე), უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენებთან მაკედონიის გუნდი ძირითადი შემადგენლობით იასპარეზებს.
|