ნოვი–სადში მიმდინარე ევროპირველობის V ტურში ქართველი ქალები უკრანის ნაკრებს დაუზავდნენ და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებენ.
ერთი ქულით ნაკლები აქვთ რუსეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის გუნდებს.
VI ტურში ქართველები აზერბაიჯანელებს , ხოლო რუსები უკრაინელებს დაუპირისპირდებიან.
ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე – 2 (4)
ლელა ჯავახიშვილი – 3,5(4)
სოფიკო ხუხაშვილი – 3(4)
ნინო ხურციძე – 2(4)
ბელა ხოტენაშვილი – 3(4)
დასანანი მარცხი განიცადეს ვაჟებმა აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებთან.
ბაადურ ჯობავამ თემურ რაჯაბოვი დაამარცხა, თორნიკე სანიკიძემ შავი ფერის ფიგურებით ყაიმით დაასრულა შეხვედრა შაჰრიარ მამედიაროვთან, დამარცხდნენ მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია.
ამრიგად, ჩემპიონატს 10 ქულით აზერბაიჯანი ლიდერობს.
ლიდერს 2 ქულით ჩამორჩებიან საქართველოსა და რუსეთის გუნდები.
VI ტურში ჩვენები უკრაინელებთან მოსინჯავენ ძალებს.
ტექნიკური შედეგები:
ბაადურ ჯობავა – 3(5)
მიხეილ მჭედლიშვილი – 2(4)
ლევან ფანცულაიამ – 2,5(4)
მერაბ გაგუნაშვილი – 2(3)
თორნიკე სანიკიძე – 2,5(4)
http://www.chess-results.com/tnr24908.aspx?art=2&rd=6&lan=1&fed=GEO&turdet=YES&flag=30&m=-1&wi=1000
|