საქართველოს ქალთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა ისრაელის გუნდი.
გაიმარჯვეს ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა, მეტოქეებს დაუზავდნენ ნანა ძაგნიძე და სოფიკო ხუხაშვილი .
უშუალო მეტოქემ რუსეთის ნაკრებმა 4:0 გაანადგურა აზერბაიჯანი და განიმტკიცა ლიდერობა.
ფინიშამდე 2 ტურით ადრე საქართველო 12 ქულით I-II ადგილებს იყოფს რუსეთთან ერთად. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენი კონკურენტების აქტივში 20,5 საერთო გუნდური ქულა და მთელი 2 ქულით გვისწრებენ.
10 ქულით III – V ადგილებს ინაწილებენ:
სომხეთი, ჩეხეთი და უკრაინა.
VIII ტურში საქართველო ბულგარეთს, რუსეთი ჩეხეთს, ხოლო სომხეთი უკრაინს შეხვდება.
ტექნიკური შედეგები:
ქალები
ნანა ძაგნიძე – 2,5 (6)
ლელა ჯავახიშვილი – 5(6)
სოფიკო ხუხაშვილი – 3,5(5)
ნინო ხურციძე – 3(5)
ბელა ხოტენაშვილი – 4,5(6)
წარუმატებული აღმოჩნდა ქართველი ვაჟებისთვის VII ტური.. დასანანი, მაგრამ მოსალოდნელი მარცხი რუსეთის ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკებითაა დაკომპლექტებული.
თუმცა, უნდა ავღნიშნოთ რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მონდომება არ დაუკლიათ.
ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ბაადურ ჯობავამ, ლევან ფანცულაიამ და მერაბ გაგუნაშვილმა. დამარცხდა მიხეილ მჭედლიშვილი.
ბოლოსწინა ტურში ქართველი ვაჟები ისრაელის წარმომადგენლებს .
ვაჟები
ბაადურ ჯობავა – 4(7)
მიხეილ მჭედლიშვილი – 2(5)
ლევან ფანცულაიამ – 3,5(6)
მერაბ გაგუნაშვილი – 3(5)
თორნიკე სანიკიძე – 3(5)
|