30 ოქტომბერს თბილისის დროით 24.00 იუგოსლავიის ქალაქ ნოვი -სადში გაიმართა ევროპის მე-17 ჩემპიონატის საზეიმო დახურვა.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მესამედ მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული, დაუმარცხებლად განვლო ტურნირი, მოუგო ევროპის ჩემპიონ რუსეთის ნაკრებს და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა გამარჯვებულს.
თავი ისახელეს ქართველმა გოგონებმა:
ლელა ჯავახიშვილმა 7-დან 5,5 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა II დაფაზე .
სოფიკო ხუხაშვილმა 7-დან 5 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა III დაფაზე .
შესანიშნავად იასპარეზა ნაკრების დებიუტანტმა ბელა ხოტენაშვილმა და 8-დან 6,5 ქულით ვერცხლის მედალს დაეპატრონა სათადარიგო მონაწილეებს შორის.
|