ევროპის ჩემპიონატზე გამართულ პირველ ტურში ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს ჩეხებთან.
პარტიები მოიგეს:ლელა ჯავახიშვილმა, სოფიკო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.
ვაჟებმაც გამარჯვება იზეიმეს ფინელ მოჭადრაკეებთან.
პარტიები მოიგეს ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ, მერაბ გაგუნაშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა.
II ტურში ქალები ჩემპიონატის ფავორიტს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟები ფრანგებთან მოსინჯავენ ძალებს.
|