თურქეთში მიმდინარე ჭაბუკთა ოლიმპიადაზე IX ტურში ქართველმა ჭაბუკებმა უზბეკი თანატოლები დაამარცხეს გამანადგურებელი ანგარიშით 3,5:0,5!
დასკვნითი ტურის წინ შეჯიბრს რუსეთის ნაკრები ლიდერობს 26 ქულით, II ადგილზე ინდოელები არიაბნ 24 ქულით, მესამეზე – სომხეთი (23 ქ.), ჩვენებს ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ და მეოთხე პოზიციას ინარჩუნებენ.
X ტურში საქართველოს გუნდი უნგრელებს დაუპირისპირდება.
პირადი შედეგები:
ზურაბ ჯავახაძე – 5,5 ქულა (9–დან)
გიორგი ნიკოლაშვილი – 6 (9)
ნოდარ ლორთქიფანიძე – 5 (9)
ირაკლი ბერაძე – 6 (9)
|