დღეს მანილაში ორი ტური გაიმართა და შესანიშნავად იასპარეზა მერაბ გაგუნაშვილმა; ორივეში გაიმარჯვა და პირველი ადგილის გაყოფაშიც ჩაერია.
შედარებით მოკრძალებული იყო მჭედლიშვილი და ორივე პარტია ყაიმით დაასრულა.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ 4 ქულით, შეჯიბრს 7 მონაწილე ლიდერობს:
1.მჭედლიშვილი
2.ლაიოლო
3.ანტონიო
4.გაემმაგამი
5.ნგუენი
6.ტორე
7.გაგუნაშვილი
VI ტურში ორივე ქართველი დიდოსტატი თეთრებით ითამაშებს:
მჭედლიშვილი ანტონიოსთან, ხოლო გაგუნაშვილი ნგუენთან.
მოთამაშეებს კიდევ 4 ტური დარჩათ სათამაშო, ხვალ 1 პარტია გათამაშდება.
|