თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა 2009 წლის შემაჯამებელი საღამო. გამოვლინდა წლის საუკეთესო მოჭადრაკეები... გოგონებში ყველაზე წარმატებულად დაასახელეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი ქეთი წაწალაშვილი. ჭაბუკებში ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი თანატოლებს შორის დავით ბენიძე.
ქალებში : საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე. აღსანიშნავია, რომ ნანა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში დაასახელა!
ვაჟებში: ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბაადურ ჯობავა.
წლის მწვრთნელად დასახელდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორდენი ქართულ ჭადრაკში განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცათ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს 1994–1998 წლებში ვაჟა შუბლაძეს და ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორის 'Socar Energy Georgia' გენერალურ დირექტორს მაირ მამედოვს.
|