დღეს თბილისის ჭადრაკისსასახლეს დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის აღსაზრდელები სტუმრობდნენ.
მათ, სკოლაში ექსპერიმენტის სახით ვახტანგ მოდელაშვილის ხელმძღვანელობით ისწავლება ჭადრაკის თამაში.
ნორჩმა მოჭადრაკეებმა ბევრი რამ გაიგეს სასიქადულო, ქართველი მოჭადრაკეების შესახებ, დათვალიერეს სათამაშო ოთახი–დარბაზები.
მონაწილეობა მიიღეს სპეციალუად მათთვის ჩატარებულ სეანსში.
სადაც, თავიგამოიჩინა და ყაიმით დაასრულა შეხვედრა გვანცა ვარდოშვილმა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ გულთბილი შეხვედრა მოუწყო პატარებს,ესაუბრა ჭადრაკზე და შესაბამისი ლიტერატურითაც დაასაჩუქრა.