უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესის ეროვნული იურიდიული აკადემიის კონფერენც–დარბაზში 22 მაისს სტარტს აიღებს პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.
ტურნირი 3 დღეს (22–24 მაისი) გასტანს და მასში მონაწილეობას 16 მოჭადრაკე მიიღებს ოლიმპიური სისტემით. გათამაშების საპრიზო ფონდი 57 000$ შეადგენს,ხოლო პირველი პრიზი – 10 000$.
შეჯიბრი 4 წრედ ჩატარდება ნოკაუტ–სისტემით ;ორი 20 წუთიანი პარტიისგან შემდგარი მატჩი ;წაგებული ეთიშება ასპარეზობას.
მონაწილეები:
ანატოლი კარპოვი,პიოტრ სვიდლერი,ევგენი ნაერი,პავლ ტრეგუბოვი,დმიტრი იაკოვენკო,ალექსანდრ გრიშუკი (ყველა რუსეთი)
პავლ ელიანოვი,ზახარ ეფიმენკო,ალექსანდრ მოისეენკო,იური დროზდოვსკი (ყველა უკრაინა)
სერგეი მოვსესიანი (სლოვაკეთი),არკადი ნაიდიჩი (გერმანია), ეტიენ ბაქრო (საფრანგეთი),ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი),ბორის გელფანდი (ისრაელი),მიხაილ გურევიჩი (თურქეთი) .
პარტიების მსვლელობას გააკომენტარებს ჭადრაკის ერთ–ერთი უკანასკნელი მოჰიკანი ვიქტორ კორჩნოი.
http://www.odessa.ua/news/21048/
|