ნანა ძაგნიძემ მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მასპინძელთა წარმომადგენელთან საერთაშორისო დიდოსტატ ლილიტ მკრტიჩანთან სომხეთში მიმდინარე გრან–პრის მეოთხე ტურში!
განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ 8 ტურის შემდეგ ნანა იმატებს 35 სარეიტინგო ქულას,ხოლო მისი პერფომანსი 2922 (! ) შეადგენს და მსგავსი ფენომენალური შედეგი ქალთა ტურნირებში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა!
მართლაც ფანტასტიურ სპორტულ შედეგთან ერთად ნანას ნათამაშები პარტიები საკმაოდ მაღალ ხარისხისაა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი თამაშით მსოფლიო ჩემპიონობის რეალური კანდიდატია.
ბოლო სამ ფინალურ ტურებში ძაგნიძე ტუნრის ჩინელ მონაწილეებთან უწევს პაექრობა და იმედია წარმატებით გაივლის ამ უკანასკნელ ბარიერსაც.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ძაგნიძე – 7,5 ქულა 2.კოსინცევა – 6 ქულა 3–4. მკრტიჩიანი, ჰოუ იფანი – 5 ქულა 5–7. სტეფანოვა,დანიელიანი,შენი – 4 8–10. კრამლინგი, იუჰუა, ჩიბურდანიძე– 3ქ. 11.კოვანოვა– 2,5ქ. 12. ფიერო –1ქ.
http://jermuk2010.fide.com/tourview/show-5.html
|