მთავარი » 2010»აპრილი»3 » საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის
15:24
საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის
საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის
6 – 15 აპრილი 2010 წელი ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დებულება
სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით9 ტურად.
დროის კონტროლი: თითოეულს 90 წთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 30
წამის დამატებით.
მონაწილენი: ჩემპიონატში დაიშვებიან გოგონები და ჭაბუკები საქართველოს
ყველა რეგიონიდან, დაბადებულნი 1990 წლის 1 იანვრის შემდეგ.
მონაწილეების და მათი თანმხლები პირების სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ
რეგონული ორგანიზაციები.
ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
სატურნირო შესატანი: რეგიონებიდან გასული მოჭადრაკეებისათვის 15 ლარი,
ხოლო სხვა დანარჩენებისათვის 25 ლარი.
მოჭადრაკეები, რომლებსაც არ ექნებათ გადახდილისაქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევრო,
ტურნირზე არ დაიშვებიან.
თაი–ბრეიქი: ორი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თანაბარ რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება პროგრესით (თავისი რეგრესით)
თუპირველი, მეორე ადგილების გაყოფის შემთხვევაში
პროგრესიც თანაბარი იქნება
მაშინ მეორე დღეს დაინიშნება:
2 პარტიისაგან შემდგარი დამატებითი მატჩი სწრაფ ჭადრაკში 15 წუთი + 10
წამი;
2 პარტიისაგან შემდგარი დამატებითი მატჩი ბლიცში– 5 წუთი;
‘არმაგედონი, 1 პარტია, თეთრებს 6 წუთი, ხოლო შავებს – 5 წუთ.
ტურნირის განრიგი:
ჩამოსვლის დღე და რეგისტრაცია 6 აპრილი 10.00 – 18.00
I ტური–7 აპრილი 15.00 ;
IX ტური და დახურვა– 15 აპრილი
15.00
მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
გამარჯვებულნი:
20 წლამდეასაკის გოგონათა და
ჭაბუკთა შორისსაქართველოს ჩემპიონი მონაწილეობასმიიღებსმსოფლიოს ჩემპიონატში გოგონათა და ჭაბუკთაშორის, რომელიც გაიმართება აგვისტოშიპოლონეთის ქალაქ ჩოტოვა კზარნაში
1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და
სიგელებით.
1–10 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ექნებათ უფლება საკუთარი ხარჯით
მონაწილეობა მიიღონ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე.
დანარჩენებმა სურვილის შემთხვევაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
უნდა გადახადონ 100 ევროს ექვივალენტი ლარებში.
ამ ასაკის მოჭადრაკე ვარ და ვერ გავიგე რა პრობლემაა--- (საერთაშორისო ფესტივალი ‘ნანა ალექსანდრიას თასი’ ფოთი 08.07–18.07) არ ემთხვევა არცერთ ტურნირს, კოპალა-ს შენიშვნა ვერ გავიგე, ალბათ მანამდე სხვა ვადა იყო?
am asaki gogonebma da bichenma unda gamotkvat tkveni azri rom potis turniris vadeba an ikit an aqet gadaicios rom kvela qartvelma moaxerxos tamashi,rom tkven mochadrked chamokalibebas sheeckos xeli