ბათუმელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლიან მოჭადრაკეთა შორის! გოგონებში 8 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნატა ჯიბუტმა (მწვრთნელი ჯამბულ მახარაძე), მეორე ადგილზე ქუთაისელი ნინო ჯალაღონია (გია მენაბდე) გავიდა. გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩა აგრეთვე ქუთაისის წარმომადგენელი ელა სვანიძე (მწ. გია მენაბდე)
ბიჭებში 8 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ბათუმელმა ირაკლი ახვლედიანმა (მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი) ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-IV ადგილები გაინაწილეს: 2.გიორგი ბოტკოველი (თელავი, სოსო შავშიაშვილი) 3.ლუკა ობოლაძე (თბილისი, მზია წერეთელი) 4.გურამ ჭელიძე (თბილისი)