მადლობთ,ვისარგებლებ
შემთხვევით და მეც მივულოცავ პრიზიორებს წარმატებას. ტურნირის მსვლელობიდან
გამომდინარე ჩემპიონობა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ყველაფერთან ერთად
ფორტუნის გაღიმებაც საჭიროა ზოგჯერ.
მთელი ტურნირის მსვლელობისას მე და ნინო ხურციძე ვლიდერობდით და
დღეგამოშვებით, ნახევარქულიან სხვაობით
ვანაცვლებოდით ერთმანეთს.
როგორც, ამბობენ ‘ტურნირს ბოლო ტურებში გამარჯვებული იგებს’! ჩემს
შემთხვევაშიც ამ ფრაზამ გაამართლა და კონკურენტისგან განსხვავებით ბოლო პარტიაში
მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონიც გავხდი!
რომელი ადგილი იყოსაუკეთესო შედეგიშენთვის, აქამდე გამართულ ქვეყნის
ჩემპიონატებზე?
მეორე ადგილი... 2008 წელს 1–2 ადგილები გავნაწილე ნანა ძაგნიძესთან
ერთად და მხოლოდ, თაი–ბრეიქების, შემდეგ დავთმე ჩემპიონობა.
ვის თვლიდი ტურნირის დასაწყისში ძირითად ფავორიტად?
ჩემპიონატის უპირობო ფავორიტად 2008 ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ძაგნიძე
მიმაჩნდა.
რომელი პარტია იყო განსაკუთრებული ?
ყველა შეხვედრას თავისი დატვირთვა ჰქონდა, როგორც შემოქმედებითი ასევე
შედეგის თვალსაზრისით.
ტურნირის მაღალ ნოტაზე წარმართვისთვის მნიშვნელოვანიიყო პირველ ტურში შავი ფერით სოფიკო
ხუხაშვილთან მოპოვებული გამარჯვება, ლიდერის პოზიციების გასამყარებლად
მნიშვნელოვანი – თამარ წერეთელთან გამარჯვება, ხოლო ჩემპიონობისათვის – ბოლო ტურში
ნინო ბაციაშვილთან მოგება.
ვინ გიწევდა კონსულტაციას ტურნირამდე და მისი მიმდინარეობის დროს?
ტურნირის წინ მოსამზადებელ პეროდში და მისი მიმდინარეობისას, ჩემი
მრჩეველი და მასწავლებელი განვლილ წელს მომხდარი ფაქტები იყო.
მშობლების, ოჯახის წევრების და მეგობრების თანადგომით ყოველმხრივ
მობილიზებული და მაქსიმალურად კონცეტრირებული ვიყავი.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა საქართველოს
ჩემპიონატი რეგიონში და როგორ შეაფასებდი ტურნირის ორგანიზაციას?
ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ყველაფერი გათვალისწინებული...
ეს იქნებოდა სპორტული, თუ სხვადასხვა კონკრეტული საკითხები.
მინდა, აგრეთვე ავღნიშნო, რომ ქუთაისი ჩემთვის ფეხბედნიერი ქალაქია.
უკვე მესამედ გავიმარჯვე იქ!
ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და ორგანიზატორებს დიდ მადლობას
გადავუხდი ფანტასტიკური პირობებისათვის!
სამომავლო გეგმები...?
27 იანვარს მივემგზავრები მოსკოვში მსოფლიოში ერთ–ერთ უძლიერეს ღია
ტურნირში ‘Moscow Open’მისაღებად.
ხოლო, 5 მარტს ხორვატიის ქალაქ რიეკაში დაგეგმილ ევროპის
ჩემპიონატზემსოფლიო პირველობის
საგზურებისათვის ბრძოლაში ჩავებმები.