ჯერმუკში მიმდინარე ქალთა
გრან–პრის გათამაშების მეშვიდე ტურში
მორიგი გამარჯვებით ნანა ძაგნიძემ საკმაოდ,გაიმყარა სატურნირო პოზიცია და
1,5 ქულით უსწრებს უახლოეს
მდევრებს: ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) და ლილიტ მკრტიჩიანს (სომხეთი).
მერვე ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით უახლოეს მდევარ ლილიტ მკრტიჩიანს
დაუპირისპირდება.
ფინიშამდე 4 ტურით ადრე სატურნირო მდგომარეობა:
1. ძაგნიძე – 6,5 ქულა!
2–3. მკრტიჩიანი, კოსინცევა – 5 ქულა
4. ჰოუ – 4 ქ.
5–7. სტეფანოვა,დანიელიანი,შენი – 3,5
8. იუჰუა – 3ქ.
9–10.ჩიბურდანიძე, კრამლინგი – 2,5ქ.
11.კოვანოვა– 2ქ.
12. ფიერო –1ქ. http://jermuk2010.fide.com/
|