მთავარი » 2010»ივლისი»6 » ნანა ძაგნიძე გრან-პრის გათამაშებას ჩაუდგა სათავეში!
12:42
ნანა ძაგნიძე გრან-პრის გათამაშებას ჩაუდგა სათავეში!
სომხეთის ჯერმუკში დასრულებული ქალთა მსოფლიო გრან-პრის სერიის რიგით მეოთხე გათამაშებაში 11-დან 9 ქულით დამაჯერებლად იპირველა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ და სათავეში ჩაუდგა ქალთა გრან-პრის გათამაშებას.
ჯერმუკში ნანამ 36 სარეიტინგო ქულა მოიმატა,7 პარტია მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 1,5 ქულით გაასწრო უახლოეს მდევარს,მეორე ადგილოსან ტატიანა კოსინცევას (რუსეთი).
6,5 ქულით 3-5 ადგილები გაინაწილეს:
3.ლილიტ მკრტიჩიანი (სომხეთი, 2477)
4.ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი,2560)
5.ელინა დანიელიანი (სომხეთი,2473).
6.ჰოუ იფანი (ჩინეთი,2589) – 6ქ.
7.პია კრამლინგი (შვედეთი,2536) – 5,5ქ.
8.შენ იანგი (ჩინეთი,2452) – 5,5ქ.
9. მაია ჩიბურდანიძე (2514) – 4,5ქ.
10.ქსიუ იუხუა (ჩინეთი,2484) – 4ქ.
11.ბაირა კოვანოვა (რუსეთი,2366)- 3ქ.
12.მარტა ფიერო (ეკვადორი,2363) – 1,5ქ.
ამრიგად, 4 ტურნირის შემდეგ ქალთა გრან-პრის ლიდერობენ:
1. ნანა ძაგნიძე - 390 ქულა (3 ტურნირის ჯამში)
2.ჰოუ იფანი - 320 ქულა (3 )
3.ტატიანა კოსინცევა - 290 ქულა (2)
4.ჟაო ქსიუ - 240 (3)
5.კონერუ ჰამპი - 230 (3)
გრან-პრის თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს 6-დან და 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს საერთო ჩათვლაში.ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ითამაშებს მატჩს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან.
გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე დაჯილდოვდება: