ქუთაისში დრამატულად მიმდინარეობს საქართველოს ქალთა პირველობა. ჩემპიონატის ლიდერმა ნინო ხურციძემ მარცხი განიცადა ბელა ხოტენაშვილთან, სალომე მელიამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა მირანდა მიქაძესთან და ლიდერსაც გაუტოლდა ქულებით. მესამე ადგილს 7,5 ქულით მაია ლომინეიშვილი ინარჩუნებს. სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა კიდევ ერთი მონაწილე – ნანა ძაგნიძე.