ჩემი მიზანი I-II ადგილი იყო...საგზური საქართველოს
ოლიმპიურ ნაკრებში...წარმატებული სტარტის შემდეგ კი ჩემპიონობაზეც დავიწყე ფიქრი.
რომელი ადგილი იყოსაუკეთესო შედეგიშენთვის, აქამდე გამართულ ქვეყნის
ჩემპიონატებზე?
საუკეთესო შედეგი ვაჩვენე შარშანდელჩემპიონატში – II ადგილი...თუმცა, 2004 წელს
გამართულ ჩემპიონატშიც ვლიდერობდი, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო ტურნირი არ
დასრულებულა.
ვის თვლიდი ტურნირის დასაწყისში ძირითად
ფავორიტად?
განურჩევლად, ყველა მონაწილე,კონკურენტია და
ფავორიტი...მაგრამ, ძირითად მეტოქეებად მაინც გამოცდილ მოჭადრაკეებს მივიჩნევდი.
რომელი პარტია იყო განსაკუთრებული ?
პარტიებს რაც
შეეხება, მოგებული პარტიებიდან ყველა საინტერესო იყო (!)...ავღნიშნავდი
პაიჭაძესთან ყაიმს, რომელიც ჩემმა მოწინააღმგდეგემსაკამოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.
ვინ გიწევდა კონკურენციატურნირის მიმდინარეობის დროს?
IX ტურის ჩათვლით ლუკა პაიჭაძე, შემდეგ ,კი თამაზ
გელაშვილი ტურნირის ბოლომდე.
ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოჭადრაკე
მონაწილეობდა, რომელმა მათგანის თამაშმა მოახდინა შენზე კარგი შთაბეჭდილება?
ლუკა პაიჭაძის I-IX ტურმა მოახდინა ჩემზე კარგი შთაბეჭდილოება.
სამომავლო გეგმები...?
პირველ რიგში, ევროპის ვაჟთა ჩემპიონატისათვის,
რომელიც 5 მარტს აიღებს სტარტს ხორვატიის ქალაქ რიეკაში, მომზადების პროცესი...და
მერე ვნახოთ...